შეხვედრაზე დაბინძურებული სასმელი წყლის საკითხი დაისვა.
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა განაცხადა, რომ პრობლემის გადაჭრის მიზნით, წერილობით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას.
კლუბზე დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები სხვა აქტუალურ პრობლემებზეც საუბრობენ - უხარისხოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოები, არაგაზიფიცირება, უმუშევრობა, მოუწესრიგებელი გზები, დაბინძურებული გარემო...
საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ბაჩანა ბასილაია მიიჩნევს, რომ გამოსავალი საზოგადოების გააქტიურება და საკუთარი უფლებების უკეთ ცოდნაა.
იმავე დღეს კლუბის წევრთათვის ჩატარდა ერთსაათიანი ვორკ-შოპი თემაზე - „ლიდერი და მისი გუნდი"...
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)