ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში აქტიურად აგრძელებს მუშაობას.
კლუბის წევრებმა ნათია კიკვაძისა და ეთერ დიასამიძის ანგარიში მოისმინეს, ადვოკატირების
ჯგუფმა მერიის დაფინანსებით, თამარის დასახლებაში, რამდენიმე მაღალკორპუსიან ბინაში
ლიფტების მუშაობა განაახლა.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი ნაზიბროლა ქობულაძე,
რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. აღინიშნა, რომ პარტიებმა სერიოზული
ყურადღება უნდა მიაქციონ წინასაარჩევნო სიებში გენდერული ბალანსის დაცვას, რათა მომავალში
ქალთა საკითხები გახდეს უფრო პრიორიტეტული.
კლუბის მუშაობა გადაიღო ჟურნალისტმა მარინე კუპრეიშვილმა, სიუჟეტი
აგილობრივი მედიის საშუალებით გაშუქდა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ
(NED)