-ყოველი შეხვედრა გამოცდილებისა და დადებითი ემოციების მომტანი იყო,- ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა თავიანთი მუშაობა ასე შეაფასეს.
კლუბის შემაჯამებელ შეკრებაზე აღინიშნა, რომ წლის განმავლობაში რამდენიმე პრობლემის მოგვარება შეძლეს. მაგალითად, ქობულეთის უსინათლოთა კავშირს შენობას ართმევდნენ, ბათუმის კლუბის ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა მიმართა ქობულეთის ადგილობრივ მთავრობას. პრობლემა უსინათლოთა კავშირის სასარგებლოდ გადაიჭრა.
ითქვა გაცვლითი შეხვედრების მნიშვნელობაზეც: გავეცანით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში (ოზურგეთი, ქუთაისი, ფოთი) მოქმედი კლუბების საქმიანობას, იქაური მოსახლეობის პრობლემებს. ქალთა კლუბის წევრებსა და ადგილობრივ თვითმმართველობასა შორის თანამშრომლობა ფართოვდება.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ მათი მუშაობა მოსახლეობის პრობლემების გადსაჭრელად, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, კვლავაც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |