ხალისიანი განწყობით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში. შეხვედრის მონაწილეებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრს, პროფესიით ჟურნალისტქალბატონ ნაზიბროლა ქობულაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. აღსანიშნავიას, რომ ქალბატონი ნაზიბროლა ერთი წელია ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გენდერული თვალსაზრისით პროგრესი შეინიშნება. ბათუმში წინა მოწვევის საკრებულოშიარც ერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი, წელს კი სამი ქალი იქნება.
- ჩემი საზრუნავი ბათუმის საკრებულოში იქნება ის, რომ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და განათლება იყოს უზრუნველყოფილი.სახელმწიფოსთვის უმთავრესი განათლებული და ჯანსაღი მომავალი უნდა იყოს - აღნიშნა ნაზიბროლა ქობულაძემ.
ამომრჩეველ ქალთა კლუბს ესწრებოდა შვედი მოხალისე სტუდენტი - ტერეზ სვედბერგი (ის ფონდ „სოხუმში" სტაჟირებაზე იმყოფება), რომელმაც დამსწრე საზოგადოებას თავისი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა. შვედეთში როგორ მიაღწიეს ქალებმა პოლიტიკურ წარმატებებს, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც ქალთა რიცხვი გაიზარდა მმართველობით თუ თვითმმართველობით ორგანოებში.
მონაწილეთა აზრით, შვედი ქალების გამოცდილება ქართულ პოლიტიკას მართლაც წაადგება. გედერული თვალსაზრისით საქართველო 120-ე ადგილზეა, შვედეთი კი მეორე ადგილს იკავებს!
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)