კვირა, 24.11.2024, 05:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 2 » ამომრჩეველ ქალთა კლუბები - ერთად ძალადობის წინააღმდეგ
21:07
ამომრჩეველ ქალთა კლუბები - ერთად ძალადობის წინააღმდეგ

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბებიც შეუერთდნენ.

2 დეკემბერს, დღის 2 საათზე, ერთდროულად დასავლეთ საქართველოს შვიდ ქალაქსა (ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, სენაკი, ფოთი, ხონი, ზუგდიდი) და ოთხ სოფელში (ბია, მენჯი, ექადია, კოკი) ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბები თემაზე 16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ".

კლუბებში მონაწილეობა მიიღეს ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტიურმა წევრებმა, არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა  და ჟურნალისტებმა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბებზე გაიმართა დისკუსია ძალადობის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე. აღინიშნა, რომ მეტი მუშაობაა საჭირო საზოგადოებასთან არაძალადობრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა - გამკაცრდეს ზომები მოძალადის მიმართ და გაიხსნას თავშესაფრები მსხვერპლთათვის.

 

ინფორმაცია ჩატარებული კლუბების შესახებ იმავე დღეს დაიდო ამომრჩეველ ქალთა კლუბების Facebook-გვერდებზე.

კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 827 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0