საქმიან ვითარებაში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში.
გაცვლით შეხვედრაზე სხვადასხვა ქალაქის - ქუთაისის, ხობის, ზუგდიდის წარმომადგენელმა ქალებმა აქტუალურ (ჯანდაცვის, დასუფთავების, ტრანსპორტის) პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. ჟურნალისტი ნანა რობაქიძე პრობლემების ადვოკატირებაში მედიის განსაკუთრებულ როლს შეეხო.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა დალი გერგაიამსოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულმა კარლო ჯობავამ კი - ადგილობრივ პოლიტიკაში ქალის მნიშვნელოვან როლზე.
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელმა გულნარა ლაკერბაიამ ჩაატარა ვორკშოპი თემაზე „ლიდერი და მისი გუნდი". კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ვორკშოპი სასარგებლოა მონაწილეთათვის, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)