მთავარი » 2012»ივლისი»10 » ადვოკატირების ჯგუფი მორიგი პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს
11:24
ადვოკატირების ჯგუფი მორიგი პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს
ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა ქალთა კლუბის წევრებმა
ინტერესით მოისმიეს ადვოკატირების ჯგუფის წევრების ანგარიში,რომლებმაც მორიგი
ახალი პრობლემის მოგვარებაზე იმუშავეს.
70 წლის ზუგდიდელი თალიკო თოლორაია 2008 წლიდან
ითხოვდა უმწეობის დახმარებას. ორჯერ მიმართა სოციალურ სამსახურებს მაგრამუარი მიიღო. ბოლოს წერილით
მიმართა საქარველოს პრეზიდენტს. სოციალურმა აგენტმა მისი ოჯახის მატერიალური
მდგომარეობა კითხვარებში „ნულით" შეაფასა. საბოლოოდ კი რატომღაც 84 ათასი ქულა
მიანიჭეს. უმწეობის დახმარება კი მხოლოდ 57 ათასი ქულის შემთხვევაში ენიშნებოდა.
ჯგუფმა პრობლემა ქალაქის სოცუზრუნველყოფაში დასვა, რის
შემდეგაც ქულათა მაჩვენებელი შეიცვალა. აღნიშნულ ქალბატონს ჯანმრთელობის პოლისი
გადაეცა.
კლუბის
წევრებმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. მათი აზრით, თანამშრომლობა
პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გაგრძელდეს რათა საარჩევნო სიებში მეტი ქალი მოხვდეს და
გენდერული სურათი შეიცვალოს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)