პარასკევი, 19.04.2024, 14:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 27 » 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ბათუმის საკრებულოში
12:42
2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ბათუმის საკრებულოში

ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები დაესწრნენ ბათუმის საკრებულოს 27 დეკემბრის სხდომას, რომელზეც 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა.

ბიუჯეტი 99 მილიონ 700 000 ლარია, რაც ბევრად ნაკლებია წინა წლების თანხასთან შედარებით, ამიტომ პრიორიტეტების განსაზღვრა დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც საკრებულოს წევრები აცხადებენ, ბიუჯეტის 1/3 ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. 25% განისაზღვრა განათლების, კულტურის და დასვენების ობიექტების რეაბილიტაციის მიმართულებით.

აზრთა სხვადახვაობა გამოიწვია „იაფი სახლის" (შეღავათიანი საბინაო პროექტი) პროექტმა. მოხდა შეთანხმება, რომ მოკლე ვადებში მოხდება პროექტის კრიტერიუმების დეტალური გაწერა.

პრიორიტეტებად გამოცხადდა  ჯანდაცვა და სოციალური პროგრამები. იზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომლების ხელფასი (დაახლოებით 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი 80-დან 100 ლარამდე ეზრდება). განსაზღვრულია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის პროექტი გენდერული მახასიათებლების კუთხით არ შეფასებულა, ის მაინც იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი პოლიტიკური ნების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ სხდომაზე გოგიტიძეების მრავალშვილიან ოჯახს კარგი საახალწლო საჩუქარი - საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში

აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 715 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0