მთავარი »
2012 » იანვარი » 26 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში
15:30 ამომრჩეველ ქალთა კლუბი ქუთაისში |
 |
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები;
შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს (არის უბნები, სადაც მაღალი სართულების მცხოვრებთ წყალი არ მიეწოდებათ იძულებულნი არიან ტუმბოებით ისარგებლონ), გადასახადის გადახდა კი სრული განაკვეთით უწევთ.
შეთანხმდნენ, პირველ რიგში მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების საკითხზე იმუშავებენ. ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფთან ერთად მუშაობაში მოწვეული სტუმრებიც ჩაერთვებიან.
ზაზა ხელაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის წყალმომარაგებაში არსებულ პრობლემებს და კლუბის ადვოკატირების ჯგუფს აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში დახმარება აღუთქვა. |
|
კატეგორია: კლუბები |
ნანახია: 899 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |