ფოთში გაიმართა ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი
შეხვედრა. სხვა საკითხებთან ერთად, კლუბის წევრები გაეცნენ საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტს, რომელიც შეიმუშავა ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა სახელმწიფო და არასამთავრობო
ორგანიზაციებთან ერთად. ცვლილებათა პაკეტი მიმართულია მარტოხელა დედის სამართლებრივი
და სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველსაყოფად.
აღინიშნა, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 13 წლის განმავლობაში
საქართველოში 30 ათასამდე ბავშვია, რომელთა დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ქალები, რომლებიც მარტოხელა დედის ტვირთს
ეზიდებიან, მაგრამ არანაირი მხარდაჭერა არა აქვთ სახელმწიფოს მხრიდან.
კლუბის წევრები მიიჩნევენ რომ კანონი მართლაც საჭიროებს გადახედვას
და კარგი იქნება, თუკი პარლამენტი მიიღებს ამ ცვლილებებს.
- კანონის მიღება მარტოხელა დედების სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა. თავიანთი მხარდაჭერა
მათ გამოხატეს პარლამენტის დეპუტატების მისამართით შედგენილი მიმართვის ხელმოწერით.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
სოფლის მეოთხე კლუბი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში დაფუძნდა.
კლუბის წევრებმა - ადგილობრივმა და აფხაზეთიდან დევნილმა ქალბატონებმა პირველივე შეხვედრაზე
გამოხატეს სურვილი, კლუბის მუშაობაში აქტიურად ჩაებან და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების
გადაჭრაშიც მიიღონ მონაწილეობა...
- ფონდ „სოხუმზე" ბევრი გვსმენია. მოხარული ვართ, რომ ამ ორგანიზაციამ
მენჯშიც შემოაღწია. ვფიქრობთ, ერთად ჩვენ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ, - აღნიშნა შეხვედრის
ერთ-ერთმა მონაწილემ მაია სიჭინავამ, რომელიც უკვე მენჯის ამომრჩეველ ქალთა კლუბის
წევრია.
შეხვედრაზე დასახელდა აქტუალური პრობლემები სოფლის გაზიფიცირებასთან
და წყალმომარაგებასთან დაკავშირებით...
კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ მეტი ორგანიზებულობითა და აქტიურობით
ისინი შეძლებენ ამ და სხვა პრობლემების მოგვარებას.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
ფონდი „სოხუმის" ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბს ადგილობრივ
ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ტრადიციისამებრ, ქალბატონებმა
კლუბის შეხვედრაზე საკრებულოს დეპუტატი ლელა ნაცვალაძე მოიწვიეს და ისაუბრეს აქტუალურ
პრობლემებზე: ქალაქის ზოგიერთ უბანში არ არის წყლის სასმელი „სოკოები", საპირფარეშოები,
უმოქმედოა შადრევანი ქალაქის ცენტრში...
თავად ლელა ნაცვალაძემ ნომერ პირველ პრობლემად დაასახელა ის,
რომ ქალაქს არა აქვს განაშენიანების პროგრამა, რაც აფერხებს ნორმალურ განვითარებას.
ის უკანონო მშენებლობების საკითხსაც შეეხო.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ კლუბზე დასმულ პრობლემებს საკრებულოს
სხდომაზე გააცნობს კოლეგებს. იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო ტრადიციას განაგრძობს და
კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს ქალთა კლუბთან, რაც პრობლემების ადვოკატირებასა
და მოგვარებას შეუწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
ფონდი „სოხუმის"ამომრჩეველ ქალთა კლუბებს ოზურგეთის რაიონის სოფელ ექადიას
კლუბი დაემატა. კლუბი ოფიციალურად 19 ივნისს გაფორმდა და
დამსწრეთამოლოდინებიც გაცხადდა. კლუბმა სხვადასხვა ასაკისა დასოციალური მდგომარეობის
ქალბატონები გააერთიანა, მაგრამ ისინი თითქმის ერთნაირად ხედავენ პრობლემებს.
ჩატარებულმა ვორკშოპმა პრიორიტეტული
საკითხები გამოკვეთა: „სოფლის მთავარი პრობლემა სამანქანო გზაა"; „ტრანსპორტი გაუმართავად
მუშაობს"; „თითქოსდა, წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოხდა, წყალი კი კვლავაც არა გვაქვს";
„გვიჭირს კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან"; „ძალიან ჭირს სამუშაო ადგილები";
„ძალიან ბევრს ჯანმრთელობის დაცვის პრობლემა აწუხებს".
კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაციაფონდი „სოხუმის"მუშაობის შესახებ. მათთვის საინტერესო
გამოდგა ოზურგეთის ქალთა კლუბის გამოცდილება, რაზეც მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.
კლუბმა ადვოკატირებისათვის იქვე აირჩია
რამდენიმე საკითხი, რომელთა გადადება არ შეიძლება პრობლემის სიმწვავის გამო. შეხვედრის
შეფასებისას კი ითქვა, რომ მოტივაცია საიმისოდ, რომ კლუბი შედგეს, როგორც ქალთა ორგანიზებული ჯგუფი, საკმაოდ დიდია. რაც შეეხება გამოცდილებას,
ქალბატონების რწმენით, ის დროთა განმავლობაში დაგროვდება!
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
მორიგ შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა
კლუბში ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრეს - უკვე მიღწეულზეც და სამომავლო გეგმებზეც.
კლუბის მოდერატორის ინგა არჩაიას თქმით, ჯგუფმა ამჯერად პატარების
მხარდაჭერა გადაწყვიტა, შეისწავლა სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაგა-ბაღის პრობლემა
- ბაგა-ბაღი რემონტს საჭიროებს.
ადვოკატირების ჯგუფმა ხელშეწყობისთვის მიმართა ზუგდიდის საკრებულოს
მუნიციპალიტეტს. ადვოკატირების პირველი ეტაპი დასრულებულია - გაკეთდა რემონტისათვის
საჭირო ხარჯთაღრიცხვა (1741 ლარი).
კლუბზე მოწვეული იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა, რომელმაც აღნიშნა: „მე ვიცნობ და მივესალმები
კლუბის საქმიანობას. ჩვენც აქტიურად ვითანამშრომლებთ მათთან, რომ ერთად შევძლოთ აქტუალური
პრობლემების მოგვარება."
კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ რემონტი მალე დაიწყება, მაგრამ
პროცესის დასაჩქარებლად ისინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართავენ.
ფონდი „სოხუმის" ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მატიანეში
არაერთი გადაჭრილი პრობლემაა დაფიქსირებული. მაგრამ ამ საკურორტო ქალაქში ჯერ კიდევ
ბევრი რამაა მოსაგვარებელი.
კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა ახალი პრობლემის ადვოკატირება დაიწყო.
- გრიშაშვილის ქუჩაზე ანტისანიტარიაა. დაზიანებული საკანალიზაციო
მილები საჭიროებს განახლებას, ხოლო დაბინძურებული ადგილი - დასუფთავებას. პრობლემა
აქტუალურია და სწრაფად უნდა გადაიჭრას. ადვოკატირების ჯგუფის წევრები შპს „ბათუმის
წყალის" ხელმძღვანელს ჯანო ვარშალომიძეს მივმართავთ წერილობით, -
აღნიშნა ნათია კიკვაძემ, ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა.
კლუბის მეორე მოდერატორი, ეთერ დიასამიძე დარწმუნებულია, რომ
დასმულ საკითხს შედეგიანი გამოხმაურება ექნება და სხვა პრობლემების მგავსად, ისიც მალე
მოგვარდება.
პრობლემის ეფექტური ადვოკატირების მიზნით, კლუბის წევრები მედიასაშუალებებისა
და სოციალური ქსელების გამოყენებას აპირებენ. გადაიღებენ ფოტოებს და თავიანთ ფეისბუქ-გვერდზე
(Fund Sokhumi Batumi Batumi)განათავსებენ.
პროექტი ხორციელდებადემოკრატიის ნაციონალური ფონდის (NED) მხარდაჭერით (აშშ)
კიდევ ერთი სოფლის კლუბი შეემატა ფონდ „სოხუმს" - ზუგდიდის რაიონის
სოფელ კოკის შემდეგ ამომრჩეველ ქალთა კლუბი დაფუძნდა ხობის რაიონის სოფელ ბიაში. კლუბში
20 სხვადასხვა პროფესიის ქალი გაწევრიანდა (მათი უმრავლესობა დაუსაქმებელია, რაც უპირველეს პრობლემად დასახელდა!).
ქალებმა მოიწონეს კლუბის შექმნის იდეა და გადაწყვიტეს, აქტიურად ითანამშრომლონ სხვა კლუბებთან.
პირველ შეხვედრაზე მონაწილეებმა თავიანთ ყოფა-ცხოვრებაზე და
ყოველდღიურ პრობლემებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ დღემდე მოუგვარებელია წყლის პრობლემა
- დახეთქილია წყალგაყვანილობა, უხარისხოა სასმელი წყალი. ერთ-ერთ უბანს (საშონიო) საერთოდ
არ მიეწოდება წყალი და ჭის წყლით სარგებლობენ...
აღინიშნა, რომ ეს არაერთხელ გაჟღერდა როგორც სოფლის კრებაზე,
ასევე ადგილობრივ სტრუქტურებშიც. კლუბზე საკითხი ასე დასვეს: სოფლის წყალგაყვანილობის
სრული რეაბილიტაცია და წყლის მრიცხველების დამონტაჟება.
ამ პრობლემას ადვოკატირებას გაუწევს ბიის ამომრჩეველ ქალთა კლუბი,
რომელსაც ლიდერობს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მანანა შულაია. ახალშექმნილი
კლუბი დარწმუნებულია, რომ საკითხს ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით უახლოეს
მომავალში გადაჭრიან.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის (ვაშინგტონი)
მიერ (NED)