ხუთშაბათი, 28.11.2024, 02:54
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ექადიის სოფლი კლუბში ჩატარდა ვორკშოპი პრაქტიკული ადვოკატირების უნარებში. ვორკშოპს ესწრებოდა 21 ქალბატონი. შეფასდა ადვოკატირების  შედეგები. მონაწილეები აღნიშნავდნენ:

„ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოჰყვებოდა და ამდენი ხნის მანძილზე ნაგროვები პრობლემების გადაჭრას შევძლებდით".

„ყველა ის ინსტანიცია, რომელიც დღემდე თავს არიდებდა ჩვენს პრობლემებზე საუბარს, ყველანაირ საშუალებას ეძებს, რომ წყალმომარაგება გამუმჯობესდეს".

„საკრებულოს თავმჯდომარე ხშირად გვირეკავს და საქმის ვითარებას გვაცნობს".

კლუბის წევრები კმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ მიუხედავად გამოუცდელობისა, მოახერხეს ორგანიზებულ ჯგუფად ჩამოყალიბება, გამოკვეთეს ყველაზე მწვავე პრობლემები და წარმატებით დაიწყეს მათი ადვოკატირება.

„იმდენად თვალსაჩინოდ გამოჩნდა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელის პროფესიონალიზმი, პრინციპულობა, ორგანიზატორული ნიჭი, დიდი სურვილი გვაქვს, მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოში ვიხილოთ", - კლუბის ყველაზე ხანდაზმული წევრის ინიციატივას ქალბატონები დიდი მოწონებით შეხვდნენ.

კლუბის წევრებისთვის ჩატარებულმა ვორკშოპმა ახალი პრობლემების ადვოკატირების სტრატეგია განსაზღვრა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 02.08.2013

შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის ერთწლიანი მუშაობის შეჯამდა. მოდერატორებმა - ნინო ნიკოლაიშვილმა და ქეთევან ქადიეშვილმა ამ დღისთვის  ელექტრონული პრეზენტაცია მოამზადეს. კლუბის წევრებმა დიდ ეკრანზე ერთად დაათვალიერეს კლუბის ფეისბუქ-გვერდი.

ითქვა, რომ საპროექტო წლის განმავლობაში მოგვარდა 10-ზე მეტი ადგილობრივი პრობლემა, ჩატარდა კულტურული ღონისძიებები.

კლუბის წევრმა, ლოგოპედმა თამარ დუმბაძემ  განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ეს სურვილი მას კლუბთან თანამშრომლობამ კიდევ უფრო გაუღვივა.

- კლუბი ააქტიურებს ქალებს, მეც მინდა მოვსინჯო ძალები პოლიტიკაში. მინდა ჩემს სფეროში ბევრი რამ გავაკეთო, დავეხმარო სოციალურად დაუცველ ფენას, არჩევნებში გასამარჯვებლად ამომრჩეველ ქალთა კლუბის მხარდაჭერას ველოდები! - აღნიშნა თამარ დუმბაძემ.


პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 854 | დაამატა: admin | თარიღი: 01.08.2013

შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ახალგაზრდა თაობის პრობლემებიც დაისვა, რაც ფონდი „სოხუმის" ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბისთვის ყოველთვის აქტუალურია.

გოგონებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ქალაქში არ არის ნორმალური გასართობი ადგილი, აღსადგენია კინოთეატრი.

- ამ პრობლემით დაინტერესებულია მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც. იმედია, პრობლემა მალე მოგვარდება, - აღნიშნა კლუბის მოდერატორმა ნინო ნიკოლაიშვილმა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. პროექტის დასასრულს ისინი ურეკში გეგმავენ გასვლითი შეხვედრის ჩატარებას.

 

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 877 | დაამატა: admin | თარიღი: 22.07.2013

ხალხმრავალ შეხვედრაზე, რომელსაც 50-მდე ადამიანი ესწრებოდა (მოსახლეობა, ოზურგეთის საკრებულოს, მერიის, გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის წარმომადგენლები), სოფელ ექადიის ერთ-ერთი მწვავე პრობლემა დაისვა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს უხარისხო სასმელი წყლის და გაურკვეველი ტარიფის გამო. ამიტომაც დაისვა არაერთი შეკითხვა: არსებობს თუ არა ექადიის წყალმომარაგების პროექტი? არის თუ არა დასკვნა იმის თაობაზე, რომ წყალი ვარგისია სასმელად?

შეკითხვებს ადგილობრივი სტუქტურების წარმომადგენლები პასუხობდნენ. ითქვა, რომ 10 დღის განმავლობაში ისინი საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს და მოგვარებასაც ეცდებიან.

შეხვედრა ფონდი „სოხუმის" ექადიის სოფლის კლუბის ორგანიზებით მოეწყო. ექადიის ახალშექმნილი კლუბი უკვე აქტიურად მოქმედებს და იმდღევანდელი ხმაურიანი შეხვედრა მასმედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 863 | დაამატა: admin | თარიღი: 22.07.2013

ისევე როგორც ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე, წყალტუბოს კლუბშიც შრომით კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ იყო საუბარი.

ინფორმაცია ცვლილებების შესახებ კლუბის წევრებს მიაწოდა პროექტის ასისტენტმა მირანდა გვანცელაძემ, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფონდი „სოხუმი" შეეცდება, სათანადო ორგანოებს მიაწოდოს კლუბებზე შემუშავებული ცვლილებები, რათა ისინი აისახოს შრომის კოდექსში და მეტად იქნას დაცული დასაქმებულ ქალთა უფლებები.

შემდეგი შეხვედრა კლუბის წევრთა სურვილით - დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება.

         

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 874 | დაამატა: admin | თარიღი: 20.07.2013

ქალაქში პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ფონდი „სოხუმის" ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა ამჯერად მძიმედ დაავადებული ადამიანების ჯანმრთელობაზე გაამახვილეს ყურადღება! მათი შუამდგომლობის საფუძველზე, მედიკამენტური დახმარება გაეწია სიმსივნით დაავადებულ ქალბატონს, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ძვირადღირებული მედიკამენტი - ზომეტა, რომლის შეძენის საშუალებაც პაციენტს არ ჰქონდა.

ჯგუფმა დახმარების მიზნით ადგილობრივ სტრუქტურებს მიმართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთი კოლოფი მედიკამენტის შეძენა შეძლო ავადმყოფისთვის. დანარჩენი ოთხი კი ადვოკატირების ჯგუფის წევრების განცხადების საფუძველზე  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო.

ზუგდიდის კლუბის მოდერატორ ინგა არჩაიას თქმით, ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რაც განსაკუთრებით ახარებთ კლუბის წევრებს...

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 857 | დაამატა: admin | თარიღი: 19.07.2013

ფონდი „სოხუმის" ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, რომელთა ნაწილიც აფხაზეთიდან დევნილია და ხონის სამხედრო დასახლებაში ცხოვრობს, სხვა სოციალურ პრობლემებთან ერთად ჯანდაცვის პრობლემებსაც ასახელებენ.

დევნილთა უმრავლესობა სოციალურად დაუცველია და მათთვის სამედიცინო მომსახურება უფასოა. ქალაქში მოქმედებს სასწრაფო სამედიცინო მომსახურებაც, მაგრამ მათი აზრით, აუცილებელია დევნილთა კოლექტიურ ცენტრში სამედიცინო ამბულატორიის აღდგენა. მათ ეს საკითხი არაერთხელ დასვეს ადგილობრივ დონეზე - ამომრჩეველ ქალთა კლუბზე მოწვეულ სტუმრებთან…

კლუბის წევრები ამჯერად ხელმოწერების შეგროვებას აპირებენ. ისინი მიმართავენ ადგილობრივ სტრუქტურებს, რომ უშუამდგომლონ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

კლუბის წევრები აღნიშნავენ, რომ ამბულატორიის არსებობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმედოვნებენ, რომ პრობლემა უახლოეს ხანში მოგვარდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 889 | დაამატა: admin | თარიღი: 18.07.2013

« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0