შაბათი, 30.11.2024, 23:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

დიდი ინტერესი გამოიწვია ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ინფორმაციამ შრომიკოდექსში შესატანი ცვლილებების თაობაზე. ამ საკითხებში გასარკვევად კლუბზე მოიწვიეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ფაჩულია.

აღინიშნა, რომ, მართალია, გათვალისწინებულ არ იქნა არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადებები (დეკრეტული თუ დამატებითი შვებულების საკითხებზე), მაგრამ საია ისევ მიაწვდის საკანონმდებლო ორგანოს ცვლილებათა პაკეტს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 767 | დაამატა: admin | თარიღი: 17.07.2013

სოფლის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთათვის ჩატარდა ვორკშოპი თემაზე „პრაქტიკული ადვოკატირება". ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელებმა ქალბატონებს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ეტაპები გააცნეს - როგორ უნდა გამოიყოს უამრავი პრობლემური საკითხიდან ყველაზე საშური და პრიორიტეტული, როგორ შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც მისი მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ გზებს და მეთოდებს განსაზღვრავს.

ქალბატონები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპის მიმდინარეობაში, გულახდილად ისაუბრეს სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე. მათი თქმით, სოფლის სიმინდის ყანებს მატლების გამო განადგურება ემუქრება, ამიტომ ეს ფართობები სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს. იქვე დაისახა პრაქტიკული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გამოიყო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.

მეორე პრობლემად სოფელში ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა დასახელდა: - თანამედროვე მიღწევების ფონზე, სამწუხაროა, რომ სოფელში არა გვაქვს ინტერნეტი...

აღინიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. ამ მიზნით, ქალბატონები განცხადებით მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს. მათი აზრით, ვორკშოპზე მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით უკეთ შეძლებენ თავიანთი პრობლემების გადაჭრას.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 16.07.2013

ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონები შეიკრიბნენ და სპეციალურად მოწვეულ სტუმარს - თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გოჩა დოლბაიას თავიანთი სატკივარი გააცნეს.

აქცენტი ფოთის ახალ რაიონში ჩასახლებულ დევნილთა პრობლემებზე გაკეთდა. ითქვა, რომ ბინები დაბზარულია, არაა მოწესრიგებული სანიაღვრე საშუალებები, დევნილთა უმრავლესობა დაუსაქმებელია.

ყურადღება გამახვილდა იმ დევნილებზეც, რომლებიც ჯერ კიდევ საკუთარი ჭერის მოლოდინში არიან, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ნათესავის სახლში თუ ქირით.

გოჩა დოლბაია შეპირდა კლუბის წევრებს, რომ ადვოკატირების ჯგუფთან ითანამშრომლებს და აღნიშნული პრობლემების შესწავლას და მოგვარებას შეეცდება.

 

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 820 | დაამატა: admin | თარიღი: 11.07.2013

თავიანთ მეორე შეკრებაზე ფონდი „სოხუმის" ბიის სოფლის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები უკვე თამამად საუბრობენ სამომავლო გეგმებზე. როგორც აღმოჩნდა, კლუბის წევრთაგან ზოგიერთს ადვოკატირების გამოცდილება გააჩნია:

„მე მენჯის სკოლა დავამთავრე, იქ ძალიან აქტიური ახალგაზრდული ჯგუფი გვყავდა, ბევრ პრობლემურ საკითხზე გავაკეთეთ რეაგირება."

„ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბთან ვთანამშრომლობდი. კარგი მოგონებები მაკავშირებს იმ დროსთან. ფონდის ჟურნალ „ქალთა ხმის" ფურცლებზეც არაერთხელ მოვხვდი."

„ისეთი მძიმე წლები გვაქვს გამოვლილი, მხოლოდ ერთიანობამ და ერთმანეთის თანადგომამ გადაგვარჩინა..."

„კარგად გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა. შემიძლია, ნებისმიერ ადამიანთან ვიპოვო საერთო, დავაინტერესო..."

პრაქტიკული ადვოკატირების ვორკშოპი ყველასთვის საინტერესო გამოდგა. უამრავი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც კლუბის წევრებს აწუხებთ: დანაგვიანებულია გარემო, არასაკმარისია ნაგვის ბუნკერები, სოფლის ნახევარს აქვს წყლის პრობლემა, სასწრაფოდაა დასაწყები გამრიცხველიანება."

პრიორიტეტული საკითხიც გამოიკვეთა: კომპიუტერის უფასო კურსების ორგანიზება სოფელში. საკითხის ადვოკატირების სტრატეგია ერთობლივად დაისახა. როგორც აღნიშნეს, პირველ ჯგუფში საშუალო ასაკის ქალბატონები ისწავლიან. იმედი აქვთ, ახალგაზრდები გაგებით მოეკიდებიან მათ გადაწყვეტილებას."

თავიანთი სურვილიც გაამხილეს: ანაკლიის დასათვალიერებლად გეგმავენ წასვლას. ძალიან დაკავებულები არიან, მაგრამ ამის დროს აუცილებლად გამონახავენ!

 

  პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 10.07.2013

ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბში ყოველთვის ხალხმრავლობა და აქტიურობაა. ასე იყო ამჯერადაც. მაგრამ მონაწილეთა შორის დევნილები სჭარბობდნენ, რადგან სხდომაზე სტუმრად მოიწვიეს დევნილთა რეგიონული სამმართველოს უფროსი ლიკა კილაძე.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის სახე მიიღო. შეკრებილთ ბევრი რამ აინტერესებდათ: დევნილთა რეგისტრაცია, საცხოვრებელი ფართის განაწილება, კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია, ახალი ცენტრების მშენებლობა...

შეხვედრის ყველა მონაწილეს მიეცა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა და ყველამ მიიღო ამომწურავი პასუხი.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 776 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2013

ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ჩატარებული სამუშაოს ანგარიშით წარსდგა ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბის წინაშე.

კლუბმა შეძლო ორი პრობლემის მოგვარება: ვაჩნაძის ქუჩაზე მოსახლეობას არ მიეწოდებოდა წყალი, ავარიულ მდგომარეობაში იყო სახარბედიოს უბნის ხიდ-ბოგირი. ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას. შედეგი ასეთია: დარეგულირდა წყლის გრაფიკი, ხიდ-ბოგირის საკითხი კი გვარდება - მოვიდნენ, გაზომეს და აღდგენასაც დაგვპირდნენ.

სენაკის კლუბის წევრებმა იციან, რომ ყოველი წარმატება ახალი აქტივობების სტიმულს იძლევა და ახლა უკვე სხვა პრობლემების ადვოკატირებას გეგმავენ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2013

ადვოკატირების ჯგუფმა კლუბის სხდომაზე მოიწვია წარმომადგენლები ქალაქის გამგეობიდან და კეთილმოწყობის სამსახურიდან.

ფონდი „სოხუმის" წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბმა არაერთხელ დასვა დევნილთა ახალი დასახლების პრობლემა - წვიმის დროს სტადიონიდან წამოსული წყალი საფრთხეს უქმნის შენობებს და მოსახლეობას. ამ პრობლემის გადაჭრაში აქტიურად ჩაერთო როგორც კლუბის ადვოკატირების, ასევე სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფი.

სანამ ძველი პრობლემები გვარდება, კლუბში უკვე ახლებია წამოჭრილი, რომელთა ადვოკატირებასაც აპირებენ სამომავლოდ: სახლებს შორის  სავალი გზის კეთილმოწყობა და ხეების დარგვა მთელი ტერიტორიის გასწვრივ საქარე ზოლად.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის

 (NED) მხარდაჭერით (აშშ)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 862 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2013

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0