-ფონდ „სოხუმში" მოსვლით თითქოს სიცოცხლე მემატება, - ნელი ჭანტურია.
-აქაურობამ ბევრი მეგობარი და ახალი უნარ-ჩვევები შემძინა, - დალილა თამაზოღლი.
-თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემიცხოვრების ახალი ეტაპი ფონდ „სოხუმში"დაიწყო.მიხარია, როცა ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე მეძახიან,
- ფატიმა დვალიშვილი.
ასე ამბობდნენ ქუთაისისამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები განვლილი წლებისა და მუშაობის შეფასებისას.
კლუბი ამჯერად ახალი
პროექტის („გენდერული საბჭოები - ახალი ინსტიტუციონალური
მოდელი გენდერული ცვლილებებისათვის რეგიონებში") ფარგლებშიგანაგრძობს მუშაობას.
პირველმა შეხვედრამ
წარმატებით ჩაიარა. კლუბს ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალები, მათ
შორის ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი.
კლუბის წევრები ისევიმუშავებენ მოსახლეობის
პრობლემების ადვოკატირების კუთხით, მოიზიდავენ ახალ წევრებს, მხარს დაუჭერენ ქალთა
წარმომადგენლობის გაზრდას პოლიტიკაში.
საპროექტო წლის ბოლო სხდომა ჩატარდა ფონდი
„სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბში. შეკრებილებმა გაიხსენეს წლის
მანძილზე ჩატარებული სხდომები და განხილული თემები. განსაკუთრებით გამოიყო ადვოკატირების
ჯგუფის მუშაობა ქალაქისთვის პრობლემურ საკითხებზე, შრომის კოდექსის გაცნობა,
დევნილთა საკითხების მიმართ ინტერესი...
წლის მანძილზე ჩატარებულმა მუშაობამ კიდევ უფრო
აამაღლა კლუბის წევრების სამოქალაქო აქტივიზმი, გააძლიერა შეგრძნება, რომ თითოეული
მოქალაქე უნდა ზრუნავდეს საკუთარი ქალაქის და თანაქალაქელების კეთილდღეობისათვის.
კლუბის წევრები მომავალი თანამშრომლობის იმედით
დაემშვიდობნენ ერთმანეთს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური
ფონდის
სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღს სარემონტო სამუშაოებისთვის
10000 ლარი გადმოერიცხა - ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები გახარებულნი არიან
ამ პრეცედენტით. იმედოვნებენ რომ ბაღში სარემონტო სამუშაოები მალე დაიწყება და ბავშვებს
ბევრად უკეთეს პირობებში მოუწევთ დროის გატარება. ადვოკატირების 5-კაციანი ჯგუფი მიიჩნევს,
რომ ამაში მისი წვლილიცაა, რადგან სწორედ მათ დასვეს ეს პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის
წინაშე.
კლუბის წევრებმა ადვოკატირებისთვის მეორე საკითხიც დააყენეს
- ქალაქში სანიაღვრე სისტემის რეაბილიტირების მიზნით 250 ხელმოწერა შეგროვდა. ქალბატონები
პრობლემის მოგვარების მოლოდინში არიან.
ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბს უკვე საკუთარი ფეისბუქ-გვერდი
აქვს და ინტერნეტმეგობრები სისტემატურად ეცნობიან ინფორმაციებს კლუბის აქტივობების
შესახებ.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
ფონდი „სოხუმის" კოკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების
ჯგუფის წევრებმა მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს. წინა თვეში ჩატარებული
ვორკშოპის დროს დაიგეგმა მუშაობა სოფლის საბავშვო ბაღისათვის ერთი ჯგუფის დამატებასთან
დაკავშირებით.
ჯგუფმა შეისწავლა სიტუაცია, დაადგინა, რამდენია საბავშვო ბაღის
ასაკის ბავშვი, რამდენ ოჯახს აქვს სურვილი, მიიყვანოს ბავშვი ბაღში, დაიწერა წერილი
გამგებლის სახელზე, შეგროვდა ხელმოწერები. სამწუხაროდ, ჯერჯერობით პასუხი დადებითი
არ არის - ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნოემბრის თვემდე ცვლილება არ მოხდება.
მაგრამ ჯგუფი განაგრძობს ამ საკითხის ადვოკატირებას.
შეხვედრაზე დადგა სოფელში აფთიაქის გახსნის საკითხიც - კლუბის
წევრებმა დახმარებისთვის მიმართეს ადგილობრივ
ხელისუფლებას.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბში ბოლო პანელური დიალოგი გაიმართა.
კლუბის სამოქალაქო ინიციატივის ჯგუფი ამჯერად შეხვდასაკრებულოს
ქალ კანდიდატებს, რომლებიც ინტერესით გაეცნენ ინფორმაციას პროექტის შესახებ, ქალთა
ჯგუფების მიერ სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში განხორციელებულ აქციებს,
მონიტორინგის შედეგებს, პროექტის მონაწილეთა შეფასებებს.
დიალოგზე კლუბთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
როგორც აღინიშნა,აჭარის
რეგიონში გენდერული საკითხებით დაინტერესება წინა წლებთან შედარებით გაიზარდა და
ამაში ფონდი „სოხუმის" დამსახურებაცაა:
„მივესალმებით თქვენს ინიციატივებს და მზადა ვართ თანამშრომლობისათვის
ნებისმიერ ფორმატში. გარწმუნებთ,
გენდერული საკითხების წინწამოწევით არა მარტო ქალბატონები ვართ
დაინტერესებული, ჩვენ ბევრი თანამზრახველი გვყავს ჩვენს კოლეგა მამაკაცებს
შორის".
„იყო ბევრი საკითხი, რომელთა განხილვისას საკრებულოს წარმომადგენელ
ქალებს სხვა პოზიცია გვქონდა. სამწუხაროდ, დრომ დაამტკიცა, რომ ჩვენ უფრო
პრაგმატულად ვუყურებდით მოვლენებს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ზურგს
გვიმაგრებდეს გენდერული ექსპერტიზა. ამიტომ ჩვენთვის ძალიან ღირებულია თქვენთან
თანამშრომლობა".
ერთწლიანი მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბში.
- ჩვენ ვიგრძენით ჩვენს ირგვლივ არსებული პრობლემების აქტუალობა და დავინახეთ
ჩვენი როლი მათ მოგვარებაში. ვისწავლეთ ეფექტური ადვოკატირება და საპროექტო წლის
განმავლობაში ათამდე პრობლემა მოვაგვარეთ კიდეც ადგილობრივი სტრუქტურების
დახმარებით, - აღინიშნა შეხვედრაზე.
კლუბის წევრები მუდმივად ეცნობოდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს, იყვნენ
პოლიტიკური სიახლეების კურსში. მათი სამოქალაქო აქტივობა კიდევ უფრო გააძლიერა მონაწილეობამ კლუბის სხდომებზე, ტრენინგებსა და
ვორკშოპებში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური
ფონდის