სამშაბათი, 16.04.2024, 18:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

კლუბზე შეკრებილებს იურისტმა თამარ ფაჩულიამ საარჩევნო კოდექსში შეტანილი  ცვლილებები გააცნო. ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

საკრებულოს წევრმა გიორგი შავგულიძემ საარჩევნო უბანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის მოსახერხებელი შესასვლელების აუცილებლობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ დაახლოებით 50 უბანზე გაკეთდება პანდუსები, რისთვისაც თანხა უკვე გამოყო საკრებულომ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაისვა საქალაქო ტრანსპორტის პრობლემა. ამასთან დაკავშირებით კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რის საფუძველზეც დაიწერა განცხადება ქუთაისის მერიაში, რომ ქალაქში ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობდეს როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 651 | დაამატა: admin | თარიღი: 01.04.2014

ადვოკატირების ჯგუფმა კლუბის წევრის, ონკოდაავადებული ნანი ბალაძის საკითხი დასვა. ნანი ბალაძე უსახლკაროა, ჰყავს 24 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი შვილი, მაგრამ სოციალურად დაუცველთა ერთიან პროგრამაში მაინც ვერ მოხვდა.

ადვოკატირების ჯგუფი ამ საკითხით დაინტერესდა და მის მოგვარებას ეცდება.

- ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება ქალაქის მერიაში, რათა ნანი ბალაძე მოხვდეს „იაფი ბინის პროგრამაში“, პროგრამა სოციალურად დაუცველი, უბინაო ოჯახების ბინით უზრუნველყოფას გულისხმობს. იმედია, ჩვენს განცხადებას დააკმაყოფილებენ, - აღნიშნა ეთერ დიასამიძემ, ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მოდერატორმა.

ადვოკატირების ჯგუფმა ქალაქის მერიაში 10 წლის ავადმყოფი ბიჭუნას პრობლემაც დასვა. ჯგუფი ქალაქის მერიას სკოლასთან შუამდგომლობას სთხოვს, რათა მასწავლებელმა სახლში მიაკითხოს - კლუბის წევრთა თქმით, ის გონებრივად განვითარებული, ნიჭიერი ბავშვია და მისთვის განათლების მიღება აუცილებელია.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 16.03.2014

შეხვედრის მონაწილეებმა ამჯერად მიგრაციის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.  აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში არსებულ მინუსებზე. კლუბის წევრებმა რეკომენდაციებიც კი შეიმუშავეს, მათ შორის: უმაღლეს სასწავლებლებში აღდგეს საღამოს და დაუსწრებელი სწავლება, რათა ახალგაზრდებმა სწავლის პარალელურად შეძლონ მუშოაბა და სწავლის გადასახადის გადახდა. კლუბის წევრები გეგმავენ დასმული პრობლემების ადვოკატირებას.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 709 | დაამატა: admin | თარიღი: 20.12.2013

მიუხედავად წინასაახალწლო სადღესასწაულო განწყობისა, სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას პრობლემებზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია.  ბევრი პრობლემა კვლავ  მოუგვარებელი და მათი გადაჭრის მიზნით გაგრძელდება თანამშრომლობა ადგილობრივ სტრუქტურებთან, შეხვედრას ამჯერდაც ესწრებოდნენ ქალბატონები სენაკის საკრებულოდან.

-ჩვენი თანამშრომლობა ნაყფიერი, საკრებულო ხშირად ითვალისწინებ ჩვენს თხოვნას, საახალწლოდ დევნილთა ერთ-ერთ ჩასახლებს 25 ცალი გადასახური გამოყვეს, - აღნიშნა კლუბის მოდერატორმა დინა გიორგაძემ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 761 | დაამატა: admin | თარიღი: 19.12.2013

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ესწრებოდნენ კლუბის აქტიური წევრები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის გავითარებისათვის" წარმომადგენლები. ოზურგეთელმა ქალბატონებმა გასული წლის მუშაობა შეაფასეს და სამომავალო გეგმებზეც ისაუბრეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემაზე გამახვილდა - დაისვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების საკითხი. ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ მომსახურების ხარისხი სამაღლებლად სპეციალურ კამპანიას ჩაატარებენ, მოაგროვებენ ხელმოწერებს, გააშუქებენ მედიით, რასაც, მათი აზრით, შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 831 | დაამატა: admin | თარიღი: 18.12.2013

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა ბენზეს ტერიტორიაზე წყლის პრობლემის ადვოკატირება მოახდინ. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა არაერხელ მიმართეს წერილობით ქალაქის ადგილობრივ სტრუქტურებს - ამჟამად მოსახლეობას სისტემატურად მიეწოდება წყალი.

ბენზეს ტერიტორიის მცხოვრებმა ნათია ოქროპირიძემ მადლობა გამოუცხადა  ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბს.

-სასიხარულოა, რომ კლუბი სწავლობ მოსახლეობის პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებსაც პოულობ - აღნიშნა მან.

ადვოკატირების ჯგუფი სამომავლოდ ახალი პრობლემების ადვოკატირებას გეგმავს.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2013



ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში კვლავ განაგრძობს საქმიანობას.

ქალბატონები ამჯერად შეიკრიბნენ ახალი პროექტის გენდერული საკონსულტაციო საბჭო - გაუმჯობესებული პერსპექტივებიქალთა უფლებების გატკიცება და რეგიონის ეფექტური  მართვა" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე ქალთა მონაწილეობის გაზრდას. კლუბის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის მიმდინარეობაში და კვლავაც ხელს შეუწყობენ სოციალური პრობლემების ადვოკატირებას.

ახალი პროექტის გაცნობის შემდეგ, კლუბის წევრებმა მათთვის აქტუალური პრობლემები დასვეს. მათ შორის ერთი-ერთი იმ დევნილთა საკითხი იყო, რომლებიც წლების წინ სასტუმრო „მედეადან" გამოასახლეს.

- იმის გამო, რომ მაშინ გაიზარდა ბინების ფასი, ბევრმა დევნილმა კომპენსაციის მიღების შემდეგ ვერ შეძლო ბინის შეძენა, ზოგი მათგანი დღესაც ქირით ცხოვრობს ან ნათესავთანაა შეკედლებული, - აღნიშნა მარინა მურღულია.

შეხვედრაზე დაისვა დაუსაქმებელ ქალთა პრობლემები.

 

ინფორმაცია შეხვედრისა და პროექტის შესახებ გაშუქდა „აჭარის" ტელევიზიით.

http://www.ajaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=52378

ინფორმაცია დაიდო „აჭარა p.s."-ზეც.

http://adjaraps.com/2013/10/31/გენდერული-საბჭო-ახალი-

 

იმავე დღეს ბათუმში მეორე შეხვედრა ჩატარდა.

ახალი პროექტის თანახმად,  ბენეფიციარები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან. სწორედ ამ მიზეზით", ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ქალაქ ბათუმის მერიასთან არსებულ „მეგობრობის სახლს" ესტუმრნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მასპინძლობდა მედეა მიქელაძე - დიაპორებთან ურთიერთობის მენეჯერი. აღინიშნა, რომ „მეგობრობის სახლი" 2007 წელს დაარსდა და ცხრა ერის წარმომადგენლებს აერთიანებს. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით „მეგობრობის სახლში" საინტერესო კულტურული ღონისძიებები ტარდება.

ამ უჩვეულო სახლმა ფონდ „სოხუმთან" აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატ.

 

პროექტი ხორციელდება აშშ-ის  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 834 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2013

« 1 2 3 4 5 6 7 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0