ადგილობრიბრივი მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირება, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთა ჩართულობა და მონაწილეობა საკრებულოს სხდომებზე - ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია ფონდი „სოხუმის“ საკონფერენციო დარბაზში.
შეხვედრის მონაწილეებმა განათლების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სფეროში არსებული აქტუალური პრობლემები განიხილეს და აღნიშნეს, რომ მათი მოგვარების მიზნით აუცილებელია წევრთა საკრებულოს სხდომებზე დასწრება, ადგილობრივი პროგრამების, ბიუჯეტის ცოდნა და მოსახლეობის ინფორმირება.
კლუბის წევრებმა ეკოლოგიურ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება. მისი წევრები, სამომავლოდ, ქალაქის დაბინძურებული ტერიტორიების შესწავლას და საკითხის შესაბამის სტრუქტურებში დასმას გეგმავენ.
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეკრებილმა კლუბის წევრებმა მათ მიერ ადვოკატირებული საკითხის შედეგზე ისაუბრეს - პრობლემა რომელიც სანატორიუმ მენჯშჰი ჩასახლებულ დევნილებს წლების მანზილზე აღელვებდათ მოგვარებულია - დევნილებს სასმელი და ტექნიკური წყალი მიეწოდებათ ( კლუბის წევრებმა პრობლემა გააჯღერეს მედიაში, დასვეს ადგილობრივ სტრუქტურაში, წერილობით მიმართეს დევნილთა და განსახლების სამინისტროს).
სენაკის კლუბის წევრები მომავალში სენაკის რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციის და გაზიფიკაციის პრობლემის ადვოკატირებით დაკავდება.
ფონდი „სოხუმის“ ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე სოციალურად დაუცველი ორი ოჯახის პრობლემა დაისვა.
- ბარაკებში, საშინელ მდგომარეობაში ვართ, გვაწვიმს. ამორტიზებულია წყალგაყვანილობა, საპირფარეშოში ქოლგით შევდივართ. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის სტრუქტურებს, მაგრამ ამაოდ, - ამბობენ გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ადამიანები.
ქალთა კლუბი პრობლემების მოგვარებაში ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი მედიის ჩართვას გეგმავს.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ოზურგეთის ადგილობრივ თვითმმართველობაში 12 ქალბატონი იმუშავებს (მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 5 და ქალაქის საკრებულოში - 7), - ამ სასიამოვნო ინფორმაციით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ოზურგეთის საკრებულოში მხოლოდ სამი ქალი იყო წარმოდგენილი.
კლუბის შეხვედრა მიეძღვნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ქალთა მონაწილეობას.
ქალთა კლუბის წევრებმა ოზურგეთელი მრავალშვილიანი ოჯახის - ხინთიბიძეების პრობლემა დასვეს (ოჯახი სოციალურად დაუცველია, მისი 2 წევრი არის დაავადებული ცერემბრალური დამბლით, ცხოვრობენ ქირით - საჭიროებენ სასწრაფო ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას). ოჯახის დახმარების მიზნით, კლუბის წევრები საქველმოქმედო აქციის ჩატარებას გეგმავენ.
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრაზე მენჯის კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილთა პრობლემები გაჟღერდა: არ არის წყალგაყვანილობა, დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა, ამორტიზებულია ბუნკერი... გამოიკვეთა ჯანდაცვის პრობლემები - დევნილთა დიდ ნაწილს შესაბამისი უფასო გამოკვლევებისა და მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობა არა აქვს.
კონკრეტულ შემთხვევებზე კლუბის ადვოკატირების ჯგუფი მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს.
შეხვედრაზე სოფელ მენჯში, სასტუმრო „კოლხეთში“ ჩასახლებული დევნილების უმთავრესი პრობლემა დაისვა. ლიანა შულაიას თქმით, ამორტიზებული წყალგაყვანილობის გამო წლებია, წყალი არ მიეწოდებათ და სოფლის მოსახლეობის ჭებიდან ეზიდებიან. პრობლემა არაერთხელ დასვეს სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთან, მაგრამ უშედეგოდ.
თემა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და გენდერული სურათი ქალაქში. ავდოკატირების ჯგუფის მუშაობა - შედეგები და სამომავლო გეგმები.
შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში ჩატარდა, რომელსაც კლუბის 15 წევრი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქალი-კანდიდატები - ლელა ნაცვალაძე - „ბურჯანაძე - დემოკრატები“ - სიით №1, ირინა საჯაია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სიით №1, თამარ დუმბაძე - „ქართული ოცნება“ - სიით №4.
ქალ-კანდიდატებს, რომელთაც სიებში პირველი ადგილები უჭირავთ, გამარჯვების დიდი იმედი აქვთ - კლუბის წევრები მხარდაჭერას გაუწევენ მათ.
კლუბის წევრები აღნიშნავენ, რომ ყოველი შეხვედრა სიახლის მომცემია და მათ მეტი აქტიურობის სტიმულს სძენს.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.