სამშაბათი, 03.12.2024, 06:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბი თანმიდევრულად აგრძელებს მოქალაქეთათვის აქტუალური საკითხების ადვოკატირებას. კლუბის სხდომებზე წამოჭრილი თემას - ქუთაისში საკვები პროდუქტების ხარისხის თაობაზე - ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, ქალბატონი მადონა კოიძე, რომელიც  3 სექტემბერს, ქუთაისის ამომრჩვეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის წევრებს შეხვდა.

საუბარი შეეხო მომხმარებელთა ძირითად უფლებებსა და,  ზოგადად,  სამომხმარებლო კულტურას;  სწორი ინფორმაციის მნიშვნელობას სფეროში არსებულ ხარვეზებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას; ხარისხის კონტროლოს შესაბამისი ცენტრალური და ადგილობრივი სამსახურების არსებობის აუცილებლობას. დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები ქუთაისში პურპროდუქტების ხარისხის კვლევის კუთხით.


პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 839 | დაამატა: admin | თარიღი: 03.09.2012

- როგორი იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა, ვინ რა როლი ითამაშა კლუბზე წამოჭრილი აქტუალური პრობლემების მოსაგვარებლად - ამ კითხვებზე პასუხით ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა კლუბის წევრებს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგნეს.

შეკრებილებმა მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მოახერხეს სწორად განესაზღვრათ რა სახის პრობლემების მოგვარება იქნებოდა ადგილობრივ დონეზე მოგვარებადი. რამაც შედეგზე დადებითი გავლენა იქონია.

მორიგი პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ადვოკატირების ჯგუფის წევრები ასეთივე აქტიურობით შეეცდებიან ასეთი იქნება:  სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახის სტუდენტებისათვის დაწესდეს საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავთები.  

 პრობლემის მოსაგვარებლად თანამშრომლობა ადგილობრივ მთავრობასთან მომავალშიც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 17.08.2012

ერთწლიანი მუშაობის შედეგების განხილვით დაიწყო ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ქუთაისში. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა ანალიზი გააკეთეს, რა სახის სამუშაოები შესრულდა წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად. ხაზგასმით ისაუბრეს, ამ პრობლემების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერაზე. 

შეხვედრის მეორე ნაწილში შეკრებილებმა მორიგი აქტუალური პრობლემა წამოსწიეს.

კერძოდ, მარკეტებში და სხვა სახის სასურსათო მაღაზიებში ხშირად იყიდება ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის სამსახური, რომელიც მონიტორინგის საშუალებით შეამოწმებს საკვები პროდუქტების ვარგისიანობას.

ამავე შეხვედრაზევე გადაწყდა, წერილი გაეგზავნოს შესაბამის სტრუქტურებს, რათა აღნიშნულ პრობლემაზე დროულად იქონიონ რეაგირება. მომდევნო ეტაპზე ადვოკატირების ჯგუფის წევრები ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობით შეეცდებიან.   


პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 894 | დაამატა: admin | თარიღი: 16.08.2012

„აუცილებელია სწორი პოლიტიკის გატარება, რათა ქალი ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე ყველა დემოკრატიულ პროცესებში".

„მეტი ქალის მოსვლა პოლიტიკაში არის საწინდარი ქვეყნის სტაბილურობის. მაგრამ არჩეული ქალი უნდა იყოს ავტორიტეტული და პროფესიონალი."

 ეს სიტყვები ქუთაისში გამართულ ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე ითქვა, სადაც  ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტში ქალთა მოსვლის აუცილებლობა.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა ქალაქში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრეს. გადაწყდა, ადვოკატირების ჯგუფმა ორი პრობლემა აიღოს მოსაგვარებლად. პირველი შეეხება პროდუქტის ხარისხის შემოწმებას, რადგან ხშირად მომხმარებელმა არ იცის რამდენად ხარისხიანია ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი.

მეორე პრობლემა საღამოს საათებში ქალაქში არსებულ შიდა ტრანსპორტის დეფიციტს შეეხება.

ადვოკატირების ჯგუფი ორივე პრობლემის მოგვარებას ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით შეეცდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 2564 | დაამატა: admin | თარიღი: 25.07.2012

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში აქტიურად აგრძელებს მუშაობას. კლუბის წევრებმა ნათია კიკვაძისა და ეთერ დიასამიძის ანგარიში მოისმინეს, ადვოკატირების ჯგუფმა მერიის დაფინანსებით, თამარის დასახლებაში, რამდენიმე მაღალკორპუსიან ბინაში ლიფტების მუშაობა განაახლა.

შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს წევრი ნაზიბროლა ქობულაძე, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. აღინიშნა, რომ პარტიებმა სერიოზული ყურადღება უნდა მიაქციონ წინასაარჩევნო სიებში გენდერული ბალანსის დაცვას, რათა მომავალში ქალთა საკითხები გახდეს უფრო პრიორიტეტული.

კლუბის მუშაობა გადაიღო ჟურნალისტმა მარინე კუპრეიშვილმა, სიუჟეტი აგილობრივი მედიის საშუალებით გაშუქდა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 20.07.2012


ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა ქალთა კლუბის წევრებმა ინტერესით მოისმიეს ადვოკატირების ჯგუფის წევრების ანგარიში,რომლებმაც მორიგი ახალი პრობლემის მოგვარებაზე იმუშავეს.

70 წლის ზუგდიდელი თალიკო თოლორაია 2008 წლიდან ითხოვდა უმწეობის დახმარებას. ორჯერ მიმართა სოციალურ სამსახურებს მაგრამ უარი მიიღო. ბოლოს წერილით მიმართა საქარველოს პრეზიდენტს. სოციალურმა აგენტმა მისი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა კითხვარებში „ნულით" შეაფასა. საბოლოოდ კი რატომღაც 84 ათასი ქულა მიანიჭეს. უმწეობის დახმარება კი მხოლოდ 57 ათასი ქულის შემთხვევაში ენიშნებოდა.

ჯგუფმა პრობლემა ქალაქის სოცუზრუნველყოფაში დასვა, რის შემდეგაც ქულათა მაჩვენებელი შეიცვალა. აღნიშნულ ქალბატონს ჯანმრთელობის პოლისი გადაეცა.

 კლუბის წევრებმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრეს. მათი აზრით, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან უნდა გაგრძელდეს რათა საარჩევნო სიებში მეტი ქალი მოხვდეს და გენდერული სურათი შეიცვალოს.

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1790 | დაამატა: moderatori | თარიღი: 10.07.2012


შეხვედრაზე უხარისხო სასმელი წყლის საკითხი დაისვა. ადვოკატირების ჯგუფის

წევრმა შორენა ადამიამ აღნიშნული პრობლემა ადგილობრივი პრესის  ჟურნალისტს მანანა შულაიას მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ მანანა შულაია ამომრჩეველ ქალთა კლუბის  მოდერატორი და ამავდროულად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. 

ადვოკატირების ჯგუფის წევრები მომავალში სადღეღამისო და საზაფხულო ბაგა-ბაღების გახსნის საკითხს გაუწევენ ადვოკატირებას. კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ გზით  ქალბატონებს  შეუმსუბუქდებათ შრომა.

შეხვედრაზე აქტიური დისკუსია გიმართა თემაზე: „საქართველო გენდერულ რაკურსში". აღინიშნა რომ ქართულ პოლიტიკაში ქალთა სიმცირეა, რისი მიზეზიც არაერთია: ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახი,  მენტალიტეტი, ფინანსური მხარე და სხვა...

ხობის ქალთა კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ გენდერული ბალანსის მისაღწევად აქტიური მუშაობაა საჭირო, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უნდა აისახოს.  

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)


კატეგორია: კლუბები | ნანახია: 881 | დაამატა: moderatori | თარიღი: 09.07.2012

« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0