კვირა, 01.12.2024, 09:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები, სხვადასხვა პროფესიის (ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები) ქალბატონები ესწრებოდნენ.

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა გასული თვის მუშაობის მოკლე ანგარიში გააკეთა.

-ჯგუფმა ადგილობრივ თვითმმართველობაში  ძალადობის მსხვერპლ ქალბატონს უშუამდგომლა. შედეგად, სოციალურად დაუცველ, სამი შვილის დედას  ერთოთახიანი ბინა გადაეცა საკუთრებაში.

კლუბის წევრები ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაში  დევნილთა სამხედრო დასახლებაში ბუნებრივი აირის შემოყვანის საკითხსაც დასვამენ. ქალბატონები იმედოვნებენ, რომ მათი აქტიურობით ეს პრობლემაც უახლოეს მომავალში მოგვარდება.


პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 797 | დაამატა: admin | თარიღი: 03.07.2012

როგორ ესმით გოგონებს გენდერული თანასწორობა, როგორი მათი თვალით დანახული ჰარმონიული ურთიერთობა- ამ თემის ირგვლივ გაიმართა საუბარი ქუთაისში  ჩატარებულ შეხვედრაზე. მონაწილეებმა ცოცხალი მაგალითები მოიყვანეს როგორი უნდა იყოს თანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის და რა დადებითი შედეგები მოაქვს მსგავს ურთიერთობებს როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში. გოგონები მიიჩნევენ, რომ ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს მსგავს საკითხებზე საუბარი და შემდეგ უკვე არ იქნება რთული დასამკვიდრებელი გენდერული თანასწორობა.

- ეთიკა და ესთეტიკა, ეს უკვე სენაკში გამართული შეხვედრის თემაა. ინტერესი ძალიან მაღალი იყო. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია რას ნიშნავს ეთიკა, ესთეტიკა. რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანისათვის, განსაკუთრებით ქალისათვის. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ მოიყვანეს არა ერთი მაგალითი თემასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მეორე ნაწილში მუშაობა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა.

მონაწილე გოგონებმა მოისმინეს ინფორმაციები, კონფლიქტის თეორიაზე, კონფლიქტის ანალიზზე, მოგვარების გზებზე.

გენდერული თანასწორობის თემა ინტერესით მოისმინეს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ შეხვედრაზე. შეხვედრას ახალი მონაწილეებიც დაემატნენ. გოგონების აზრით, გენდერული თანასწორობის დამკვიდრება საქართველოში არ იქნება მარტივი, რადგან საკმაოდ ძლიერია ტრადიციები და სტერეოტიპები.

საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისათვის ინფორმაცია კონფლიქტის თეორიაზე. მართალია დააწყისში უფრო მეტი თავშეკავება შეიმჩნეოდა, მაგრამ მალევე მოიხსათ კომპლექსები და აქტიურად ჩერთნენ დისკუსიაში. 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1226 | დაამატა: admin | თარიღი: 01.07.2012

რა სამუშაობები შეასრულა ადვოკატირების ჯგუფმა, რომელი პრობლემის მოგვარება მოხერხდა - ამ ინფორმაციის გაცნობით დაიწყო მუშაობა ამომრჩეველ ქალთა კლუბმა წყალტუბოში.

 მომდევნო ნაწილში მონაწილეებმა იმუშავეს იმ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომელიც შეიძლება წარედგინოს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს.

 გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:

- უფასო მშობიარობა ყველა ქალისთვის

- დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდა წლამდე, სამუშაოს შენარჩუნებით.

- დაბალპროცენტიანი კრედიტები მცირე ბიზნესის განვითარებისათვის.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 813 | დაამატა: admin | თარიღი: 28.06.2012

ადვოკატირების ჯგუფის  წევრებმა ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩატარებული მუშაობის შედეგებზე ისაუბრეს.

ჯგუფმა ბენზეს ტერიტორიაზე (თამარის დასახლება ) ცხრასართულიან ბინებში ამორტიზებული და გაქურდული ლიფტების საკითხი დასვა ქალაქის მერიაში. პრობლემა მალევე გადაიჭრა.  ქალაქის  მერიამ 97 პროცენტიანი დაფინანსებით შეაკეთა დაზიანებული  ლიფტები.

კლუბის წევრები ფონდი „სოხუმის"  ქალთა ლიგის  სამოქმედო პლატფორმას გაეცნენ.  მასში თავიანთი წინადადებები და რეკომენდაციებიც შეიტანეს. მიესალმებიან პლატფორმის იმ პუნქტს, სადაც ჩადებულია მოძალადის მიმართ ჯარიმის დაწესება.

ფონდი „სოხუმის" თანამშრომელმა მირანდა გვანცელაძემ, რომელიც ერთი თვით იმყოფებოდა შვედეთში საერთაშორისო ტრენინგზე, საკუთარ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 859 | დაამატა: admin | თარიღი: 22.06.2012

ამომრჩეველ ქალთა კლუბებს გაცვლითი შეხვედრების გამოცდილები უკვე აქვთ. მისი დადებითი შედეგებიდან გამომდინარე შეხვედრები წელსაც გაგრძელდა. ზუგდიდის ამომრჩველ ქალთა კლუბს ოზურგეთის კლუბის წევრები ესტუმრნენ.

შეხვედრამ, თემატიკიდან გამომდინარე, საინტერესო ხასიათი მიიღო.  ორივე კლუბის წარმომადგენლები ერთმანეთის საქმიანობას, ადვოკატირების ჯგუფების მუშაობის გაეცნენ და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს. მონაწილეებს ახალი  ინიციატივებიც გაუჩნდათ. მაგალითად, ადვოკატირების ჯგუფები გაერთიანდნენ და იმუშაონ რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად.

არანაკლებ საინტერესო იყო მონაწილეებისათვის ქალთა ლიგის სამოქმედო პლატფორმის განხილვა.  კლუბის წევრების რეკომენდაციით სასურველია პლატფორმას დაემატოს შემდეგი პუნქტი: უფასო გამოკვლევები და მკურნალობა ქალთა ონკოლოგიურ დაავადებებსა და  b ჰეპატიტზე.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 859 | დაამატა: admin | თარიღი: 12.06.2012

სულ ცოტა ხნის წინ ფონდი „სოხუმის"ამომრჩეველ ქალთა ლიგამ სამოქმედო პლატფორმა შეიმუშავა,  რომლის ძირითადი ამოცანაა დასავლეთ საქართველოს ქალთა ლიგის გავლენის ზრდის უზრუნველყოფა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან დიალოგის გაფართოება. დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის მოსახლეობის პრობლემების გამოვლენა და მათ გადაწყვეტაზე ზეგავლენა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქალთა ელექტორატის სამოქალაქო აქტიურობის ამაღლებაზე ზეგავლენა.

აღნიშნული პლატფორმის გაცნობამ ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებში განსკუთრებული გააქტიურება გამოიწვია. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი დაეხმარება მათ უფრო ეფექტურად იმუშაონ და სწორი სტრატეგია შეიმუშაონ დასახული მიზნის მისაღწევად.

- რაც უფრო ახლოს ვიქნებით ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება მათთან, მით უფრო ადვილად შევძლებთ საკუთარი პრობლემების წრმოჩენასა და გადაჭრას - ასეთი იყო შეხვედრის მონაწილეთა ერთიანი მოსაზრება.

კლუბის წევრები ასეთივე ერთსულოვნებით შეუდგნენ იმ პრობლემის განხილვას, რომელიც მათ ადვოკატირების ჯგუფმა წარუდგინა: „დევნილი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არაა დარეგისტრირებული, შეუმცირდეს წყლის ტარიფი, რომლის ღირებულებაც თვეში სულზე 1 ლარია".  

კლუბის წევრებმა დაადასტურეს, რომ პრობლემა აქტუალურია და მისი დადებითად გადაჭრა მნიშვნელოვნად დაეხმარება დევნილი ოჯახების ბიუჯეტს. საკითხი დამუშავების შემდეგ ქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაეგზავნება.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან  თანამშრომლობით მათ მიერ დასმული საკითხის დადებითად გადაწყვეტას შეძლებენ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 892 | დაამატა: admin | თარიღი: 05.06.2012

ხონის ქალთა კლუბის შეხვედრა სასიამოვნო სიახლით დაიწყო: აფხაზეთიდან დევნილი  ოჯახები, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 57 ათასზე ნაკლები ქულით არიან შეფასებული, კომუნალურიგადასახადებისგან (წყალი, დასუფთავება)  თავისუფლდებიან.

კლუბზე აღინიშნა, რომსამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს წყალიისევ ძველი გრაფიკით (ერთი საათით) მიეწოდებათ. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბესარიონ ჭელიძის თქმით, წყლის გრაფიკი უახლოეს სამ თვეში დარეგულირდება.

კლუბის ადვოკატირების ჯგუფი მომავალში გაზიფიცირების საკითხზე იმუშავებს.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 965 | დაამატა: admin | თარიღი: 22.05.2012

« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0