კვირა, 01.12.2024, 11:44
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კლუბები

 შეხვედრაზე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა აპრილში ჩატარებული მუშაობა შეაჯამეს.

ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა საცხოვრებელი კორპუსების სანაგვე ბუნკერების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსახლეობაში გაკეთებული მოკვლევის შესახებ ისაუბრეს. მოკვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობა მხარს უჭერს ქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურს, რათა განახორციელოს აღნიშნული პრობლემის ლოკალიზება.

კლუბის შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის" პუბლიკაციისა „ქალები მშვიდობის ძიებაში". შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია ფონდის ახალი პუბლიკაციის შესახებ და სამშვიდობო პროცესში ჩართვის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას ამომრჩეველ ქალთა კლუბის ოცზე მეტი წევრი ესწრებოდა.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 17.05.2012

კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გაწეული  მუშაობის შესახებ საუბარი სოფელ პირველ ხორგაში წლების განმავლობაში არსებული ხიდ-ბოგირების პრობლემით დაიწყო. ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა საკითხი შეისწავლა და ადგილობრივ თვითმმართველობაში დასვა, რის შემდეგაც აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

ადვოკატირების ჯგუფმა ისაუბრა სოფელ ბიაში  წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და გამრიცხველიანების დასრულებაზე. პრობლემის ადვოკატირებაში კლუბის აქტიური წევრები ( ნაირა ბერაია და მანანა შულაია) იყვნენ ჩართულები.

კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ადვოკატირება,სამომავლოდ, უფასო სამედიცინო გამოკვლევის საკითხს გაუწიოს.

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა თავისი მუშაობა ფონდი „სოხუმის" ახალი პუბლიკაციის „ქალები მშვიდობის ძიებაში" ( ავტორი - ეკატერინე გამახარია) პრეზენტაციით დაასრულა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1040 | დაამატა: admin | თარიღი: 15.05.2012

შეხვედრა  სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო:

კლუბის წევრებმა ერთ-ერთ აქტიურ წევრს ელზა კვარაცხელიას ზუგდიდის მე-3- სკოლის დირექტორად დანიშვნა მიულოცეს.

მილოცვა მიიღო კლუბის მოდერატორმა მანანა ნაჭყებიამ, რადგანაც  წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიამ, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ეს სიახლე მიულოცეს პედაგოგებსაც, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ამომრჩეველ ქალთა  კლუბთან.

ხათუნა ბეჭვაიამ დამსწრეთ ამერიკული შთაბეჭდილებები გაუზიარა - ის ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა ამერიკაში ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

კლუბის წევრებმა გაიგეს, რომ დადებითად გადაწყდა  ადვოკატირების ჯგუფის მიერ დასმული პრობლემა - ქალაქის ცენტრში მდებარე შენობას (ყოფილი სასტუმრო „ოდიში)", სადაც დევნილებიც არიან ჩასახლებული, არ მიეწოდებოდა წყალი. მას შემდეგ, რაც ადვოკატირების ჯგუფმა წერილობით მიმართა ქალაქის წყალმომარაგების კომპანიას, საკითხი დადებითად გადაწყდა (მრიცხველები დაიდგა და განახლდა წყლის მიწოდება).

კლუბზე ამჯერადაც დაისვა ადგილობრივი პრობლემები - ქალაქის ქუჩებში არ არის განათება, არასაკმარისია პარკირების ადგილი, მოუწესრიგებელია შიდაგზები, რეაბილიტაციას საჭიროებს ბოტანიკური ბაღი.

პრობლემების  გადაჭრის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრთა მოწვევა და მათთვის სპეციალურად შემუშავებელი პრობლემების პაკეტის შეთავაზება იგეგმება. კლუბის წევრები მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვაშიც აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

ზუგდიდის კლუბი სამშვიდობო ინიციატივებით გამოირჩევა, ამიტომაც  კლუბის წევრები ინტერესით გაეცნენ ფონდი „სოხუმის" ახალ პუბლიკაციას „ქალები მშვიდობის ძიებაში".

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 906 | დაამატა: admin | თარიღი: 12.05.2012

ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა ბოლო ერთი თვის მანძილზე ჩატარებული მუშაობის ანგარიში გააკეთა. ჯგუფმა ქალაქ ბათუმის (ბენზეს) ტერიტორიაზე თავმოხდილი ჭების საკითხი შეისწავლა  ( ნაგვით სავსე თავმოხდილი ჭები ანტისანიტარიას იწვევდა, მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა). კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა, პრობლემის მოგვარების მიზნით, ცხელ ხაზზე დარეკა,  შემდეგ კი ქალაქის წყალმომარაგების ხელმძღვანელობას მიმართა. ამჯერად პრობლემა მოგვარებულია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მწვანე კონცხზე  ქვეწარმავლების მომრავლების საკითხი ადვოკატირების ჯგუფმა ადგილობრივ მედიაში გააჟღერა. კლუბის წევრები იმედოვნებენ. რომ მოსახლეობისათვის მტკივნეულ ამ პრობლემას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

კლუბზე გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის"  პუბლიკაციისა „ქალები მშვიდობის ძიებაში" (ავტორი - ეკატერინე გამახარია). წიგნი კლუბის აქტიურ წევრებს საჩუქრად გადაეცათ. ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში გამოცმულმა წიგნმა შეხვედრის მონაწილეთა დაინტერესება გამოიწვია.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 829 | დაამატა: admin | თარიღი: 11.05.2012

შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი პრობლემის ადვოკატირების  მაგალითი მოიყვანეს - თაყაიშვილის ქუჩაზე  უკვე დაწყებულია ბუნებრივი აირის დამონტაჟება...

პარკირებისა და  წყლის ხარისხის საკითხი ამჯერადაც დაისვა.  აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადვოკატირების ხუთკაციანი ჯგუფი ამჯერად წერილობით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას.

მოკლე ინფორმაცია გაკეთდა ქალაქში მიმდინარე ცვლილებებზე. აღინიშნა, რომ ოზურგეთში მიმდინარეობს შენობების ფასადების რეაბილიტაცია, იცვლება ქალაქის იერსახე.

კლუბში გაკეთდა პრეზენტაცია ფონდი „სოხუმის"  პუბლიკაციისა „ ქალები მშვიდობის ძიებაში" (ავტორი: ეკატერინე გამახარია). ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნი საჩუქრად გადაეცა კლუბის წევრებს. მათ აღნიშნეს, რომ ინტერესით გაეცნობიან პუბლიკაციას და თვითონაც ჩაერთვებიან მშვიდობის ძიებაში.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 08.05.2012

კლუბის შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე გაამახვილეს ყურადღება. დაისვა პარკირებისა და პირველი სკოლის წინ გადასასვლელის საკითხი (ვიწრო ქუჩა, გადატვირთული მოძრაობა ხელს უშლის ფეხით მოსიარულეთა (განსაკუთრებით, ბავშვების) უსაფრთხო გადაადგილებას.

შეხვედრაზე ითქვა, რომ ჩამოთვლილი პრობლემების ეფექტურად ადვოკატირებაში ვორკ-შოპზე („სამოქალაქო ადვოკატირების სტრატეგია და ტაქტიკა") მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარებათ: „ადვოკატირება არის  ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ მედიასათან თანამშრომლობით ადამიანთა ინტერესების დასაცავად მიმართული ქმედება. ვფიქრობთ, ჩვენი კლუბის ადვოკატირების ჯგუფის აქტიურობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას".  (ესმა თოდუა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი.)

შეხვედრის ბოლოს, კლუბის წევრებმა აღნიშნული პრობლემების ადვოკატირების სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 23.04.2012

ამომრჩეველ ქალთა კლუბის ბათუმელმა და ქობულეთელმა წევრებმა  ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს.

 ეთერ დიასამიძემ კლუბზე ბათუმის ქუჩებში თავმოხდილი ჭების საკითხი დასვა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა  უკვე მიმართა ქალაქის წყალმომარაგების ხელმძღვანელობას.

ნათია კიკვაძემ ქობულეთის ქუჩების შუქნიშნების პრობლემაზე გააკეთა აქცენტი.  მანანა როყვამ მწვანე კონცხზე ქვეწარმავლების მომრავლებაზე ისაუბრა. აღნიშნული პრობლემა ადვოკატირების ხუთაციანმა ჯგუფმა ადგილობრივ მედიაში გაახმოვანა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში  ადვოკატირების თემაზე ჩატარებულ ვორკ-შოპზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები დაეხმარებათ.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1072 | დაამატა: admin | თარიღი: 20.04.2012

« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 43 44 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0