|
ორშაბათი, 16.03.2026, 06:51
მოგესალმები სტუმარი
...
მთავარი » შეხვედრები
 |
მარტში ფსიქოლგის შეხვედრებზე ხშირად განიხილებოდა რძალ-დედამთილის დამოკიდებულების პრობლემა.
- მას, ვისაც არა აქვს საშუალება იცხოვროს ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებლად, ერთობლივი ცხოვრების დასაწყისშივე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს დედამთილთან ურთიერთობაზე. გახსოვდეთ სხვის მონასტერში საკუთარი წესებით არ მიდიან და ნივთების ადგილის შეცვლა ითვლება „საერთო საცხოვრებლის" წესების დარღვევად. ერთობლივი ცხოვრება ბევრად უფრო მსუბუქი გახდება თუ თქვენ თავიდანვე გაიყოფთ საოჯახო საქმეებს.
მთელი თვის განმავლობაში ფონდის ფსიქოლოგმა 8 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა, რაშიც მონაწილეობა მიიღო 78 -მა ქალმა, 29-დან 60 წლამდე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
 |
ფონდ „სოხუმში" მონიტორთა ჯგუფის წევრებთან შეხვედრა მოეწყო. პროექტის დირექტორმა ალლა გამახარიამ მონიტორებს განუმარტეს, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს ინფორმაციის შეგროვება და გენდერული ანალიზი სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში.
მონიტორებმა თავის მხრივ წარმოადგინეს ანგარიში ამ მიმართულებით მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, პროექტის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს შეხვედრის შედეგები. მონიტორებს დაევალათ ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიება საკრებულოსა და სხვა შესაბამის ორგანიზაციებში, რათა შესწავლილ იქნას თუ რამდენი ქალი ღებულობს ერთჯერად მატერიალურ დახმარებას, რამდენი ქალი სარგებლობს უფასო მგზავრობის შეღავათებით.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1024
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
10.03.2011
|

|
თებერვალში
ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილ ქალებთან ფსიქოლოგმა რვა
ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური შეხვედრა მოაწყო, მონაწილეობდა 69 ქალი, 20-დან 60
წლამდე.
შეხვედრებზე ქალებმა სხვადასხვა საკითხები წამოჭრეს.
მაგალითად, როცა ქმარი მუდმივად სვამს, როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ცოლი.
- ნურასოდეს ეცდებით ქმრის გამოსწორებას, მისთვის
მორალის კითხვას მაშინ, როცა მეუღლე მთვრალია. გამოსწორებისთვის შეარჩიეთ
შესაფერისი დრო, შეეცადეთ მასთან ერთად გაანაწილოთ დრო, დატვირთოთ, რათა მან მთლიანად
შეცვალოს თავისი ცხოვრების წესი - მსგავსი
რჩევები ესმით მათ ფსიქოლოგისგან.
შეხვედრების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ
ფსიქოლოგთან საუბრის შემდეგ თვითონაც იცვლებიან და პრობლემების მოსაგვარებლად უფრო
ეფექტურ გზას ირჩევენ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
|
 |
- რომელი საერთაშორისო დოკუმენტები იცავენ ქალთა უფლებებს, რამდენად იცნობენ ამ დოკუმენტებს ახალგაზრდა გოგონები - ამ საკითხებზე ოთხი შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოსა და ფოთში.
ახალგაზრდა გოგონები პეკინის პლატფორმას გაეცნენ და იმსჯელეს ამ დოკუმენტის მნიშვნელობაზე.
თამუნა კუხალაშვილი(ხონი): „ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული შეხვედრები ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, სწორედ ამ შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო დოკუმენტებზე. გავეცანით რეზოლუციას 1325, „სიდო", პეკინის პლატფორმა. ყველა ქალმა უნდა იცოდეს მათი არსებობა, რადგან ისინი ქალთა მხარდაჭერას, მათი უფლებების დაცვას ემსახურებიან."
ხათუნა ლაკია(ფოთი): „ახალგაზრდა ქალმა თავიდანვე უნდა იცოდეს რისი უფლებები გააჩნია. ხშირად მიწევს საკუთარ მშობლებთან ამ თემაზე კამათი. რაც უფრო მეტი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ახალგაზრდებთან ამ საკითხებზე, ხვალ და ზეგ მით უფრო ნაკლები იქნება ძალადობის ფაქტები ჩვენს საზოგადოებაში."
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
|
 |
ფონდმა „სოხუმმა" თებერვლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო ქალთა მობილიზების კუთხით ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ხურჩაში, ფოთში და სენაკში. შეხვედრები მიმდინარეობს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, რომელსაც უძღვებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. ისინი აცნობენ დევნილებს ფონდის საქმიანობას, თვის განმავლობაში რა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, განიხილავენ იმ პრობლემებს, რომელიც სხვადასხვა კოლექტიურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ.
თებერვალში მოეწყო 10 შეხვედრა ქუთაისში, 10 - წყალტუბოში, 10 - სენაკში, 10 - ფოთში, 10- ხონში, 3- ხურჩაში, კოკსა და ნაბაკევში.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1062
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
28.02.2011
|
 |
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ყოველთვიურად მიმდინარეობს შეხვედრები რეპროდუქტოლოგ-გინეკოლოგთან, თებერვალში სულ ხუთი შეხვედრა მოეწყო ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, ფოთსა და სენაკში.
უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ქალებს ნაკლებად აქვთ ინფორმაციები, ამიტომ მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრებზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მკერდის დაავადებები - მასტოპატია, საშვილოსნოს ფიბრომა, სიმსივნური დაავადებები და ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1083
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
28.02.2011
|
 |
ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები ოზურგეთის საკრებულოს წევრს ირინა საჯაიას და საზოგადოებასთან, მედიასთან და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსს ნანა თავდუმაძეს შეხვდნენ. მიაწოდეს ინფორმაცია ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობის შესახებ. გააცნეს ფონდი „სოხუმის" ინიციატივა - 600 ლარიანი დახმარება მშობიარე ქალებს. საკრებულოს წევრმა ირინა საჯაიამ, რომელიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა, აღნიშნა, რომ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად კლუბთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს. აღნიშნა, რომ მარტიდან საკრებულო გამოაცხადებს საგრანტო პროექტების კონკურს, რაშიც ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
| « 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 66 67 » |
|
| კალენდარი |
| « მარტი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | | 1 | | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | | 30 | 31 | |
| სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|