ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა რეგიონალური პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება ჩართვისა და თანამშრომლობის გზით - აქტიური მუშაობა იგპ და ქალთა ჯგუფებთან არჩევნებისთვის მათი მომზადების მიზნით“ ფარგლებში.
შეხვედრაში, რომელიც ფონდმა „სოხუმმა“ ჩაატარა, მონაწილეობდნენ ქუთაისის 12 კოლექტიური ცენტრის წარმომადგენლები. ისინი შეხვდნენ ქუთაისის ადგილობრივი ორგანოების დეპუტატობის კანდიდატ ქალებს როგორც მმართველი პარტიიდან - „ქართული ოცნება“, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან - „თვითმმართველობა ხალხს“, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კუკავა, ჩიხრაძე), აგრეთვე ქუთაისის მერობის კანდიდატს.
შეხვედრას 40-მდე ქალბატონი და მამაკაცი ესწრებოდა. კანდიდატები ახლოს გაეცნენ დევნილთა პრობლემებს, დევნილები კი - დეპუტატობის კანდიდატთა პროგრამებს.
- ჩვენი ქალები ბოლო დროს ტრაბახობენ, რომ მეგობრობენ თავიანთ შვილებთან და ისინი ენდობიან მათ, - ამბობს ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი.
ჩნდება კითხვა, რატომ გადავწყვიტეთ, რომ მეგობრობა დედაშვილობაზე მეტია? გასაგებია, რომ მშობლის ავტორიტარული სტილი ცუდად მუშაობს და რაღაცების აღმოჩენა დავიწყეთ - ადეკვატურ ქცევას და ზომიერ მართვას დავარქვით მოდური სიტყვა „მეგობრობა“. მეგობრობაში გადაჭარბება არ ვარგა, ასეთ დროს ავტორიტეტის დაკარგვა შეიძლება. მეგობრობა თანასწორი უნდა იყოს. შვილები მშობლებისგან ელიან გულწრფელობას, მხარდაჭერას, თანადგომას. მთავარი ეს არის. ასეთ ჰარმონიულ ოჯახში ცხოვრება ყველასთვის სასიამოვნო და კომფორტულია.
მაისში, ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა ფსიქოლოგთან (შეხვედრები ოჯახის დღეს მიეძღვნა) და 4 ინდივიდუალური კონსულტაცია სხვადასხვა პრობლემაზე.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ფონდი „სოხუმის“ იურისტის მიერ ჩატარებული შეხვედრები მიეძღვნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონსა და საუბრებს ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებზე - ოჯახში სიმტკიცის, ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის აუცილებლობას, რაც შედეგად გამოიწვევს ნაკლებ კამათს, კონფლიქტს და ძალადობას.
ქუთაისის დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 6 შეხვედრა. ასევე შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესების ეტაპებსა და პროცედურებზე.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ყოფილ სანატორიუმ «მენჯში» ამჟამად 65 დევნილი ოჯახი - 200-მდე ადამიანი ცხოვრობს. დევნილებს ბევრი პრობლემა აქვთ - არ იციან, თუ ვის ბალანსზეა შენობა - სახელმწიფოს თუ კერძო მესაკუთრის, როდის მოხდება აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია ან დევნილთა განსახლება შენობიდან და შესაბამისი ფართებით დაკმაყოფილება.
შენობაში ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა. არ არის წყალი, რის გამოც, სასმელ წყალს მოსახლეობის ეზოებიდან ეზიდებიან.
ახლომდებარე ტერიტორიაზე არ დგას ნაგვის ურნები, ამიტომ დევნილები შენობაში არსებულ ბუნკერს იყენებენ, მაგრამ ბუნკერი ამორტიზებულია და გადავსებულია ნაგვით. ამის გამო შენობაში ანტისანიტარიაა, რაც საფრთხეს უქმნის მცხოვრებთ.
ფონდმა „სოხუმმა“ დანაგვიანების პრობლემა სენაკის «ქართული ოცნების» ოფისში დასვა. რეაგირება მალევე მოხდა - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ჩართვით აღნიშნული პრობლემა მეორე დღესვე მოგვარდა.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეხუთე სხდომა მიეძღვნა გასულ თვეს საბჭოს წევრების მიერ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზს.
- კვლევის წარმოდგენილი ანალიზი იძლევა ქალაქში ქალების წინაშე მდგარი პრობლემების სრულ სურათს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალიზი მუშაობის მიმართულებას მისცემს არა მარტო გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს, არამდე სენაკის ადგილობრივ თვითმმართველობას, - აღნიშნა საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ.
შეხვედრაში მონაწილეობდა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი ნატალია თოდუა, რომელმაც შეკრებილებს უამბო ქუთაისის საბჭოს მიერ ჩატარებული მუშაობის შესახებ და ისაუბრა კვლევებზე, რომლებიც ჩატარდა სკოლებში ბულინგის პრობლემის გამოვლენისა და საბავშვო ბაღებში გენდერული სიტუაციის გასარკვევად. მან ხაზი გაუსვა ძირითად პრობლემებს, რომლებიც გამოიკვეთა პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვის შედეგად.
ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სენაკის სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებშიც არ არის უკეთესი მდგომარეობა.
მაგრამ ამასთან ერთად ისიც დააფიქსირეს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა - ეს ყურადსაღები ინფორმაცია აღმოჩნდა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსთვის.
სხდომის მონაწილეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით გენდერული საბჭოების ქსელი შეძლებს მოსახლეობის ბევრი საჭირბოროტო პრობლემის მოგვარებას.
მაისიდან კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ პარტნიორებთან - პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“ და მეწარმე ქალთა ფონდი - შეუდგა რეგიონალური პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება ჩართვისა და თანამშრომლობის გზით - აქტიური მუშაობა იგპ და ქალთა ჯგუფებთან არჩევნებისთვის მათი მომზადების მიზნით“ განხორციელებას იმერეთში (ქუთაისი, წყალტუბო) და სამეგრელოში (სენაკი, მენჯი) .
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- ქუთაისის 12, წყალტუბოს 4 და სენაკის 2 კოლექტიურ ცენტრში (სულ 18 კოლექტიური ცენტრი) მცხოვრებ დევნილთა საჭიროებებისა და პრობლემების შესაწავლა;
- შეხვედრების ორგანიზება და გამართვა ქალ-კანდიდატებთან, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასა და ბლოკს: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თვითმმართველობა ხალხს“, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია”, შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია.
- საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება დევნილებთან მიღებული ინფორმაციის გავრცელებისათვის - ქუთაისში - 12 შეხვედრა, წყალტუბოში - 4 და სენაკში - 2 შეხვედრა.
პროექტის მიზანი:
- დევნილთა ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატ ქალთა პროგრამების შესახებ და კანდიდატებისთვის დევნილთა პრობელმების გაცნობა
- დევნილთა ინფორმირებული საზოგადოების მხარდაჭერა ქალი კანდიდატების მიმართ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ქუთაისში, წყალტუბოსა და სენაკში.
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომაზე გაკეთდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის საერთო ანალიზი.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა კი საბჭოს წევრებს გააცნეს ორი გამოკითხვის შედეგები: ქუთაისის 10 საჯარო სკოლაში ბულინგის პრობლემასთან დაკავშირებით და ქუთაისის 13 საბავშვო ბაღში გენდერულ საჭიროებათა გამოვლენის კუთხით (საჯარო სკოლებში გამოკითხულ იქნა 50 პედაგოგი, 50 მშობელი, 50 მოსწავლე, ხოლო საბავშვო ბაღებში - 65 მასწავლებელი და 65 მშობელი).
საბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერობის ყველა კანდიდატს გაეგზავნება წერილი, რომელშიც დაფიქსირდება ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციები, ქუთაისის ბაღებსა და სკოლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რათა მათ ყოველივე ეს გაითვალისწინონ თავიანთ პროგრამებში.