კვირა, 01.12.2024, 11:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისა და აქტივისტებისათვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგი, რომელიც გენდერულ ბიუჯეტირებას, ბიუჯეტის გენდერული ანალიზის ინსტრუმენტებს დაეთმო.

რა არის და რა არ არის გენდერული ბიუჯეტი; რა უპირატესობა აქვს პროგრამულ ბიუჯეტს; როგორ უნდა მოხერხდეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანაბარი და სამართლიანი განაწილება და რა უნარებს უნდა ვფლობდეთ, რათა განვახორციელოთ ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგი და ანალიზი.

ტრენინგის მონაწილეებმა -  მათივე შეფასებით  - ძალიან საინტერესო, დატვირთული, ინტერაქტიური ფორმატით იმუშავეს აღნიშნულ საკითხებზე. ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები საფუძვლად დაედება პროექტის მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელ სამუშაოს ბათუმის ბიუჯეტის გენდერული ანალიზის კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 26.04.2014

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შედგა ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორთა ქსელის მორიგი  კრება.

შეკრებილებმა აპრილის თვეში შესრულებული მუშაობა შეაფასეს, ისაუბრეს პრობლემებზე და შედეგებზე.

მონაწილეთა მიერ განხილულ იქნა სხვადასხვა იდეა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შემდგომი მუშაობისათვის (მათ შორის ერთი - ბავშვთა დაცვის დღისათვის).

მობილიზატორების  მორიგი შეხვედრა ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დაიგეგმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 671 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2014

მოგვარდა გასულ თვეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დასმული პრობლემა - დიდი ტრადიციების მქონე სამუსიკო სკოლის კოსმეტიკური რემონტი.

აღნიშნული საკითხი სკოლის დირექტორმა - რუსუდან მილიუტინმა ფონდი «სოხუმის» საინფორმაციო შეხვედრაზე დასვა. პრობლემის შესახებ იმ დღესვე იმსჯელეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე. საბჭოს 6 წევრი სენაკის საკრებულოს დეპუტატია. მათი დახმარებით და სენაკის გამგეობის მხარდაჭერით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასწრაფოდ 10000 ლარი გამოიყო სკოლის საკონცერტო დარბაზისა და კიბეების კოსმეტიკური რემონტისათვის.

სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

სკოლაში 22 მაისს მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 775 | დაამატა: admin | თარიღი: 24.04.2014

- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მცირე მეწარმეობის განვითარებას, რადგან ის ადამიანს სოციალურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ანიჭებს.

- საბავშვო ბაღებში უნდა დაინერგოს თანამედროვე სასწავლო პროგრამები.

- ქალებს პროფორიენტაციის კურსების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.

აქტიურად და საინტერესოდ გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეოთხე სხდომა - საბჭოს წევრებმა წაიკითხეს გენდერული საჭიროებების შეფასებისთვის ჩატარებული კვლევის დროს მიზნობრივ ჯგუფებთან დაფიქსირებული ზოგიერთი წინადადება და რეკომენდაცია.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები კმაყოფილნი არიან იმით, რომ მიეცათ ამ მუშაობაში ჩართვის საშუალება, რადგანაც მიიღეს ბევრი ინფორმაცია, კოლოსალური გამოცდილება და გაიზარდა მათი მოტივაცია, ხელი შეუწყონ ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებას.

სხდომაზე განიხილეს საბჭოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 758 | დაამატა: admin | თარიღი: 24.04.2014

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მადლობით დაიწყო - მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის - რადგან უკვე ტრადიციად იქცა ტელესიუჟეტებისა და სტატიების მომზადება სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ და მეტი ყურადღება გენდერული თემების მიმართ.

ამჯერად საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საბჭოს სხდომაზე დასწრების სურვილი გაუჩნდათ, რათა მოესმინათ მათთვის, ვინც ჩაატარა კვლევა სენაკის გენდერული საჭიროებების შეფასების მიზნით.

შეხვედრა საინტერესო გამოდგა იმითაც, რომ მასში მონაწილეობა მიიღო ჟურნალისტმა გიორგი სირაძემ, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ და ადგილობრივ მედიასთან და ამასთანავე არის ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

გაჩნდა ინიციატივა, გაიმართოს ჟურნალისტების გაცვლითი შეხვედრები, რომ მათ შეძლონ ერთმანეთისთვის პროფესიული და გენდერული გამოცდილების გაზიარება.

-ჩვენ კიდევ უფრო დავინტერესდით გენდერული საბჭოს მუშაობით, - აღნიშნეს სენაკელმა ჟურნალისტებმა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 691 | დაამატა: admin | თარიღი: 24.04.2014

შეხვედრების ჩატარების ადგილები: სენაკის კერძო სკოლა „ეტალონი“,  ფონდი „სოხუმის“ ოფისი, ხურჩის, წყალტუბოს, ფოთისა და ხონის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრები.

ჩატარების დრო - აპრილი.

თემა - ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები, სქესობრივი აღზრდა.

მონაწილეები - გოგონები და ბიჭები, მოსწავლეები, სტუდენტები...

 

ზოგისთვის თემა გაოცების საგანი აღმოჩნდა - მსგავს აზრობრივ თავისუფლებას მიუჩვეველნი არიან, ბევრი კი თავიდანვე აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.

მათი აზრი ასეთია:

„თემა საინტერესოა, მაგრამ უხერხული, თუმცა რაც მეტი გვეცოდინება, მით ბევრ პრობლემას ავიცილებთ თავიდან“.

 „ბევრი კითხვები მებადება მაგრამ გაჟღერება მეუხერხულება“.

„ამ საკითხების ცოდნა  აუცილებელია, რადგანაც ცხოვრებაში ძალიან გამოგვადგება“.

 

შეხვედრების შემდეგ ახალგაზრდები ხვდებიან, რომ ეს ორიოდ საათი საკმაოდ საინტერესოდ გავიდა და მათთვის გარკვეული შედეგიც მოიტანა. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 740 | დაამატა: admin | თარიღი: 24.04.2014

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა დაეთმო ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების შეჯამებას. კვლევის შედეგად გამოიკვეთა საინტერესო საკითხები, რომელთაც საბჭოს წევრები ადვოკატირებას გაუწევენ ადგილობრივ თვითმართველობაში:

- ქალებისთვის: პროფესიული განათლება, დასაქმების ხელშეწყობა, თავიანთი უფლებების გაცნობა, პოლიტიკური მოტივაციის გაზრდა...

- ახალგაზრდებისთვის: საინტერესო გარემოს, შემეცნებითი და სპორტული სივრცის შექმნა თემებში. 

- ხანდაზმულებისთვის: სოციალური პაკეტები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დაცულობას...

გამოიკვეთა შინმოვლის სერვისის ამუშავების აუცილებლობა, არაანაზღაურებადი შრომის გაწევისას, მაგ, ბავშვის მოვლა დაბადებიდან 3 წლამდე ჩაეთვალოს მუშაობის სტაჟში.

შეხვედრაზე აღინიშნა ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან ერთიანი გენდერული პლატფორმის შემუშავების საჭიროება მეტი ეფექტისა და უკეთესი შედეგების მისაღწევად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 701 | დაამატა: admin | თარიღი: 23.04.2014

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0