მთავარი » 2013»ივლისი»19 » ზუგდიდის ქალთა კლუბმა დახმარება გაუწია ავადმყოფ ქალბატონს
22:20
ზუგდიდის ქალთა კლუბმა დახმარება გაუწია ავადმყოფ ქალბატონს
ქალაქში პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ფონდი „სოხუმის" ზუგდიდის
ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა ამჯერად მძიმედ დაავადებული
ადამიანების ჯანმრთელობაზე გაამახვილეს ყურადღება! მათი შუამდგომლობის საფუძველზე,
მედიკამენტური დახმარება გაეწია სიმსივნით დაავადებულ ქალბატონს, რომელსაც სასწრაფოდ
ესაჭიროებოდა ძვირადღირებული მედიკამენტი - ზომეტა, რომლის შეძენის საშუალებაც პაციენტს
არ ჰქონდა.
ჯგუფმა დახმარების მიზნით ადგილობრივ სტრუქტურებს მიმართა. ზუგდიდის
მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთი კოლოფი მედიკამენტის შეძენა შეძლო ავადმყოფისთვის. დანარჩენი
ოთხი კი ადვოკატირების ჯგუფის წევრების განცხადების საფუძველზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყო.
ზუგდიდის კლუბის მოდერატორ ინგა არჩაიას თქმით, ქალბატონის მდგომარეობა
გაუმჯობესდა, რაც განსაკუთრებით ახარებთ კლუბის წევრებს...
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის