მათხოჯში ჩატარდა ვორკშოპი ახალგაზრდებთან თემაზე: პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ სტრუქტურებში.
ვორკშოპი
ჩაატარეს საერთაშორისო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით
ორგანიზებული ტრენინგის აქტიურმა მონაწილეებმა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პრობლემების
ადვოკატირებისა და ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის საკითხებზე.
ვორკშოპის მსვლელობისას მონაწილეები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ დისკუსიებში. ინტერაქტიული სავარჯიშოებით საშუალება ჰქონდათ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები.
ვორკშოპის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა,
რომ ეს სოფლის ახალგაზრდებისათვის მსგავსი შეხვედრის ჩატარების პირველი პრეცენდენტი იყო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში"
(PIN) მხარდაჭერით (ჩეხეთი) |