მთავარი » 2015»იანვარი»20 » დასრულდა ფონდი „სოხუმისა“ და რეგიონალური მედიის ერთობლივი პროექტი
22:49
დასრულდა ფონდი „სოხუმისა“ და რეგიონალური მედიის ერთობლივი პროექტი
დასრულდა ფონდი „სოხუმისა“ და რეგიონალური მედიის ერთობლივი პროექტი, მინი-კონკურსი სოციალური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობისათვის, რომელიც წარმოადგენს გაგრძელებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისა „სახლში მშვიდობიდან - მსოფლიოში მშვიდობამდე“.
გამარჯვებული სიუჟეტები გამოვლინდა ტელეკომპანიების მიერ და ავტორებმა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ ფულადი პრიზები.
პროექტის შედეგად მედიასივრცეში გაჩნდა პროდუქცია, რომელმაც თვალსაჩინო გახადა რიგითი მოქალაქეების ყოფა რეგიონებში - არა მხოლოდ მათი პრობლემები, არამედ ყოველდღიურობა, სამომავლო გეგმები. გაიზარდა რეგიონალური მედიის მოტივაცია, იმუშაონ სოციალური ჟურნალისტიკის მიმართულებით.
წარმოგიდგენთ ამ სიუჟეტებს:
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: სიუჟეტი „მეცხრე ტალღაზე“ (ფოთი)
რა ქმნის საოჯახო ტრადიციებს, რომელზეც იგება ოჯახური ჰარმონია. როგორ ხვდებიან ფოთელი ოჯახები ახალ წელს. რას ნიშნავს მეკვლეობის ფენომენი, რომელიც აქაურების რწმენით, ოჯახის წევრებს მთელი წლის განმავლობაში სიკეთის, ერთმანეთის გაფრთხილების და სიყვარულის იმპულსს აძლევს.
ფოთის ტელევიზია „მეცხრე ტალღის“ საინფორმაციო გამოშვებაში პატარა სიუჟეტი ადგილობრივ ლამაზ ტრადიციებს გვიჩვენებს, რომელიც, სიუჟეტის გმირების აზრით, ოჯახებს კრავს და ამთლიანებს.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: სიუჟეტი „მეგა TV“-ზე (ქუთაისი)
სამოქალაქო ცნობიერება, სოციალური სოლიდარობა - არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების ერთ-ერთი პირობაა.
ტელეკომპანია „მეგა TV-ს“ სიუჟეტები სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ გვიყვება, რომელთაც საზოგადოების სოლიდარობის ჟესტი ნამდვილად სჭირდებათ. როგორც სიუჟეტებიდან ჩანს, სახელმწიფო ცდილობს, არსებული პროგრამების ფარგლებში დახმარება გაუწიოს მათ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
სიუჟეტების ეთერში გასვლის შემდეგ ოჯახებს არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთაც მათ შეძლებისდაგვარად დახმარების ხელი გაუწოდეს.
ტელევიზიის ხელმძღვანელობამ ფონდი „სოხუმის“ მისამართით სამადლობელი წერილი გამოგზავნა, სადაც მიესალმება ფონდის სწრაფვას, ხელი შეუწყოს სოციალური ჟურნალისტიკის სტანდარტების დამკვიდრებას.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: ჩახუტება - სიუჟეტი „რიონზე“ (ქუთაისი)
რა არის ჩახუტების ტრადიცია? როგორ ეხმიანება ის კაცთა შორის მშვიდობის სულისკვეთებას?
ადამიანებს ხშირად სჭირდებათ უბრალო, კეთილი იმპულსები, რათა ნეგატიური ენერგიისგან განიმუხტონ, ნაკლები იყოს აგრესია, ძალადობა, სიძულვილი.
ძალიან ადვილია, თესო სიკეთე და სიყვარული. მთავარია - ეს გულით გინდოდეს.
ეს არის ფილმი-სიუჟეტის მესიჯი.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: ოჯახი - სიუჟეტი „რიონზე“ (ქუთაისი)
რამდენიმე თაობა ერთ ოჯახში, სიყვარულისა და თანაცხოვრების ტრადიციები.
სითბო - რომელსაც გასცემ, ათმაგად გიბრუნდება...
პატარები - რომლებიც ხედავენ სიყვარულს და თანადგომას ოჯახის წევრებს შორის...
როგორ ნაწილდება საოჯახო ფუნქციები და როლები, რამდენად კარგი იარაღია იუმორი და ხელოვნება ყოველდღიური წვრილმანების წინააღმდეგ?
ფილმი-სიუჟეტი ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევს.
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: სიუჟეტი „25-ე არხზე“
ოჯახში ძალადობას სიყვარულის სიმცირე შობს - ფილმის მთავარი მესიჯი ჟურნალისტებმა ასე გააჟღერეს. როგორ უნდა გავუფრთხილდეთ სიყვარულს, რომელიც უხვად არის, როცა ოჯახი ცხოვრებას იწყებს და ნაკლებად - წლების შემდეგ?
სიუჟეტის გმირი - მხატვარი საინტერესო გრაფიკას გვთავაზობს: აგრესია, რომელიც ყველაზე დიდი საფრთხეა ადამიანების ჰარმონიული ურთიერთობებისათვის...
ფონდი „სოხუმის“ კონკურსი: მეორე სიუჟეტი „25-ე არხზე“
ბავშვების აღზრდა - აგრესიის გარეშე - ეს არის სიუჟეტის მესიჯი.
მრავალშვილიანი ოჯახის დედა თავის გამოცდილებას გვიზიარებს: როცა ბავშვს უბრალოდ ეუბნები: „არ შეიძლება“ და არ უხსნი რატომ - მასში აგრესიის დაგროვებას უწყობ ხელს... სიუჟეტს ჰყავს მეორე გმირი - მამა, რომელიც არღვევს სტერეოტიპს, რომ ჩვენთან კაცები შვილების აღზრდაში არ მონაწილეობენ.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer