კვირა, 24.11.2024, 00:35
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » იანვარი » 25 » ტრენინგი განსახლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე
10:40
ტრენინგი განსახლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე


ქუთაისის კოლექტიურ ცენტრ „ელექტროტექნიკურ ლიცეუმში" ჩატარებულ ტრენინგში მონაწილეობდა 11 ადამიანი ( ფირმა „ანკომსა" და ელექტროტექნიკურ ლიცეუმში ჩასახლებულ დევნილთა თემის მიერ არჩეული აქტიური ჯგუფები).

ტრენინგი ჩატარდა იმათთვის, რომელთა საცხოვრებელი შენობებიც არ არის რეაბილიტირებული.

 ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია თავიანთი კონსტიტუციური უფლებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებაზე, რომელიც მეტად აქტუალური და პრობლემურია. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკითხები: დევნილთა დაუსაბუთებელი გამოსახლებისაგან დაცვა (გარანტიები, საშუალებები); კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაცია; საკუთრებაში გადაცემა.

აღინიშნა, რომ აუცილებელია უფლება-მოვალეობების გამიჯნვა და მიმართვის იერარქიის დაცვა, რათა დევნილებმა შეძლონ საკუთარი პრობლემის წამოჭრა, განხორციელება და  შესაბამის უწყებებში დაცვა.

ტრენინგის მონაწილეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.

 

 

  

 


კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 924 | დაამატა: moderatori | ტეგები: cr | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0