საჯარო
კომუნიკაციის ტექნიკა, საზოგადოებრივი დისკუსიებისა და ვორკშოპების ორგანიზება და
ჩატარება - ამ თემით დაიწყო ტრენინგი ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. მასში
მონაწილეობა მიიღეს ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. პროექტი
ვრცელდება სოფლებზე ნახახულევსა და მათხოჯზე და მიზნად ისახავს ახალგაზრდების
მობილიზებას, ინფორმირებასა და გააქტიურებას.
ერთდღიანი
პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ეფექტურ კომუნიკაციაზე,
გაეცნენ ვორკშოპებისა და დისკუსიების ორგანიზებისა და დაგეგმვის ტექნიკას. შემდეგ თეორიული და
ინტერაქტიული მუშაობა პრაქტიკულ რეჟიმში გადავიდა. ტრენინგის მონაწილეებს
საშუალება ჰქონდათ, როლური თამაშებით წარმოედგინათ პრობლემის ადვოკატირების სცენარები.
პრაქტიკული
სავარჯიშო გაგრძელდა ფონდი „სოხუმის" ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გადაღებული
ფილმის ჩვენებითა და დისკუსიით.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგმა მისცა მათ საჭირო ინფორმაცია, რასაც
მომავალში პრაქტიკულად გამოიყენებენ.