კოლექტიურ ცენტრ „ელექტროტექნიკურ
ლიცეუმში” პროექტის "არარეაბილიტირებულ ობიექტებში მცხოვრებ იგპ-თა
ინფორმირებულობა თავიანთი უფლებების შესახებ რეაბილიტაციის პროცესთან
დაკავშირებით" ფარგლებში ადვოკატირებისა და ლობირების საკითხებზე ჩატარებულ
ტრენინგში მონაწილეობდა ფირმა „ანკომსა" და ელექტროტექნიკურ ლიცეუმში ჩასახლებულ
დევნილთაგან შერჩეული აქტიური ჯგუფი (11 ადამიანი).
ტრენინგის მიზანი იყო თემის
მიერ საკუთარი პრობლემების ადვოკატირების შეასძლებლობების გაზრდა, ლობირება
განსახლების საკითხთან დაკავშირებით, პრობლემათა იდენტიფიკაცია და მისი გადაჭრის
გზების განსაზღვრა ადვოკატირების გზით, გზავნილების შემუშავება.
ჯგუფებთან მუშაობისას
გამოიკვეთა პრობლემები: ბინების განაწილებისას უპირატესობის მინიჭების კრიტერიუმი;
სარემონტო სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების განსაზღვრული ვადები; ქუთაისში
მშენებარე ობიექტებზე დევნილთა დასაქმება; ერთ ოჯახში მცხოვრებისხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა ცალ-ცალკე
ბინით დაკმაყოფილება.
თემის აქტიური ჯგუფი მზად
არისტრენინგის შედეგად მიღებული
უნარ-ჩვევები და გამოცდილება გამოიყენოს საკუთარი და თემის პრობლემების
ადვოკატირებისა და ლობირებისათვის.