ოცდაათ იანვარს ტელეკომპანია „რიონის" სტუდიაში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გაიმართა, რომელსაც ფონდის აქტივისტები, ექსპერტები დაესწრნენ.
გადაცემაზე საინტერესო დისკუსიები გაიმართა იმასთან დაკავშირებით, ზრდის თუ არა ქალთა შანსებს პოლიტიკაში მოსასვლელად დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის შესაძლებლობა, რასაც დღემდე ბევრი მათგანი ერთერთ სერიოზულ ბარიერად მიიჩნევდა;
დაფიქსირდა, რომ ბოლო არჩევნებთან შედარებით ბევრი მექანიზმი გაჩნდა, რომელიც ამყარებს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობისათვის, მათ შორის - გენდერული თანასწორობის კანონი; რეზოლუცია 1325-ისა და გენდერული თანასწორობის კანონის შესრულების ნაციონალური სამოქმედო გეგმები და ა.შ.
„მივესალმებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს და ვისურვებთ, რომ მას მოყვეს რეალური ნაბიჯები ქალთა მხარდაჭერისათვის, რადგან ქალთა უფრო მეტი გავლენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, ჩვენი შვილების მომავალს", - ითქვა გადაცემაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |