მთავარი »
2012 » ოქტომბერი » 9 » სცენები პრობლემის აღქმაში გვეხმარება
16:29 სცენები პრობლემის აღქმაში გვეხმარება |
|
- ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მსგავსი რამ არსებობდა, მსახიობები თითქმის ჩვენი
ტოლები არიან. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მთავარი გააკეთონ: გვიჩვენონ
ძალადობის პრობლემა და მისი შედეგები. მათ ეს შეძლეს! - ასეთი კომენტარი გააკეთა
ფორუმ-თეატრის წარმოდგენის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ.
განსაკუთრებული დისკუსია გამოიწვია მიგრაციის თემამ. სცენარში კარგად
წარმოჩინდა, იმ ოჯახების პრობლემა, რომლის ერთი წევრი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ
წასული.
მაყურებლები მიიჩნევენ, რომ პრობლემა ბევრისთვის ნაცნობია, რადგან ასეთი
ოჯახები საქართველოში ძალიან ბევრია.
პრობლემის უარყოფითი შედეგების გარჩევის შემდეგ ისაუბრეს გამოსავალზე, საერთო
მოსაზრებით, მიგრაცია ერთი კონკრეტული ოჯახის კი არა, მთელი საქართველოს პრობლემაა
და მისი გადაჭრა კონკრეტულ პირებზე არ არის დამოკიდებული. სახელმწიფომაც გარკვეული
ნაბიჯები უნდა გადადგას დასაქმების თვალსაზრისით.
|
|
კატეგორია: ფორუმ-თეატრები |
ნანახია: 787 |
დაამატა: moderatori
| რეიტინგი: 0.0/0 |