კვირა, 24.11.2024, 00:38
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 30 » შეხვედრები ფსიქოლოგთან ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
10:57
შეხვედრები ფსიქოლოგთან ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგთან თითო შეხვედრა ჩატარდა.  შეხვედრებს  19-დან 58-წლამდე ასაკის ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრების თემა - „ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და მასთან გამკლავება".

ომგამოვლილ ადამიანებს ძალიან დიდი დრო სჭირდებათ ფსიქორეაბილიტაციისთვის.

 ფსიქოლოგთან შეხვედრებზე ხშირად ისმის შეკითხვები იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები ახლობლის დაკარგვით გამოწვეულ სტრესს.

„მახლობლის დაკარგვა ძალიან მტკივნეული მომენტია. ხშირად გვხვდებიან ადამიანები, რომლებსაც მომხდარზე შესაბამისი რეაგირება უჭირთ.  სამწუხაროდ, ამ ფაქტს ვერ გავექცევით. ტრაგიკული მოვლენები და მძიმე განსაცდელი ადამიანის სულში ღრმა კვალს ტოვებს. ცხოვრებისეული ცვლილებების ცნობილ ჰოლმს-რეიხისეულ შკალაში, ახლობლების დაკარგვასთან დაკავშირებულ მოვლენებს  სტრესოგენულობის ხარისხით ლიდერული პოზიცია უჭირავს. სტრესული მდგომარეობის დაძლევაში, ფსიქოლოგის კონსულტაციებთან ერთად, ჯანსაღ საოჯახო გარემოს ენიჭება დიდი მნიშვნელობა". - განმარტავს ფსიქოლოგი.    

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 815 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0