კვირა, 24.11.2024, 00:24
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 25
 

ჟურნალი „ქალთა ხმა" შეცვლილი სახით გამოვიდა: ახალია დიზაინი, გაზრდილია გვერდების რაოდენობა. გაფართოვდა მკითხველთა აუდიტორია, რადგან ჟურნალის ქართულ და რუსულ ვერსიას ინგლისურიც დაემატა.

ჟურნალის  სტატიებში  გაანალიზებულია ფონდის მუშაობა, წარმოდგენილია მთავარი შედეგები და ის ცვლილებები, რომელთაც ახდენს ფონდის მუშაობა ქალებზე.
 
კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 861 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012

25 აპრილს რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით   ფონდის რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც მაყურებელს საერთაშორისო ორგანიზაცია EED-ს მიერ მხარდაჭერილ  პროექტში დაწყებული მუშაობის შესახებ მოუთხრო.

პროექტის კოორდინატორი იმ საქმიანობისა და საზოგადოებაში მოსალოდნელი ცვლილებების  შესახებ გვაძლევს ინფორმაციას, რომელიც უნდა განხორციელდეს სამწლიანი პროექტის ფარგლებში.

პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი ეტაპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების   მუშაობაში, რაც მოიაზრებს მეტ ავტონომიას და  ადგილობრივი თემის მეტ ჩართულობას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში. ასევე - ორგანიზაციის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლების ადგილობრივ სტრუქტურებთან, რაც გამოიხატება მათთან მემორანდუმების გაფორმებაში. სენაკის ადგილობრივ ხელისუფლებასთან  გაფორმებული მემორანდუმი ასეთი თანამშრომლობის საუკეთესო პრეცენდენტია: „ნებისმიერი,  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეიძლება, როდესაც  ჩვენს ძალისხმევას გავაერთიანებთ", - ასე აფასებს ამ თანამშრომლობას სენაკის თვითმმართველობის ხელმძღვანელი, ბატონი ბესიკ ნარმანია.

იმას, რომ ეს თანამშრომლობა ღირებულია, რესპონდენტთა მიერ აღწერილი შემთხვევებიც ცხადყოფს: რამდენიმე ოჯახის ხვედრი, რომელიც უკეთესობისკენ მხოლოდ საზოგადოებისა და სხვადასხვა სტრუქტურების აქტიური ჩარევის შედეგად შეიცვალა...

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 901 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012

ფონდ „სოხუმში" ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მოდერატორებისათვის. ტრენინგის თემა იყო „პროექტების შედგენა და ადვოკატირება".

ტრენინგს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების თერთმეტი მოდერატორი ესწრებოდა. ტრენინგის პირველი დღე დაეთმო პროექტების შემუშავებას (პროექტის ციკლი, ძირითადი ეტაპები, მისია, მიზანი, ტიპიური პროექტის სტრუქტურა და სხვა.), ხოლო მეორე - სამოქალაქო ინტერესების ადვოკატირებას (ადვოკატირების უნარ-ჩვევების დაუფლება: პრობლემის დასმა, ინფორმაციის მოპოვება, მიზნის დასახვა, შემოწმების მექანიზმები...) და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხებს.

ტრენინგის მსვლელობისას მოსახლეობის მრავალი პრობლემა გამოიკვეთა (მაგალითად, ხურჩასა და ნაბაკევში მცხოვრებ პენსიონრებს ძალიან უჭირთ ზუგდიდში პენსიების ასაღებად გადასვლა. ისინი ხურჩაში „ლიბერთი ბანკის" ბანკომატის გახსნას ან თანხის ადგილზე მიტანას ითხოვენ.

ტრენინგზე ჩატარებულმა რეფლექსიამ აჩვენა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა მზადაა პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობისა და ადვოკატირების ეფექტური სტრატეგიის შესამუშავებლად.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ტრენინგ-სემინარები | ნანახია: 838 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2012

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 31
სტუმარი: 31
მომხმარებელი: 0