|
აპრილის თვეში ქუთაისში, ხონში, წყალტუბში, სენაკში, ფოთსა და ხურჩაში მობილიზატორთა 36 შეხვედრა ჩატარდა.
მობილიზატორების დევნილებთან შეხვედრების მიზანი კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებთა პრობლემების ( განსახლების საკითხი, ოჯახური ძალადობის პრევენცია, დევნილთა ინტეგრაცია) წარმოჩენა და დახმარება, აგრეთვე, საცხოვრებელი ბინების რეაბილიტაციასა და ჩასახლებასთან, იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციებთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება იყო.
მობილიზატორების დევნილებთან შეხვედრების შედეგად სხვადასხვა სახის ყოფითი პრობლემა მოგვარდა ( დევნილთა ახალ ჩასახლებაში ნაგვის დამატებითი ურნების დადგმა (ფოთი), პენსიებისა და სხვა სახის შემწეობების საკითხი (სენაკი), ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა (ხურჩა), რამაც დევნილ მოსახლეობაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მიმართ ნდობის ფაქტორი გაზარდა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |