შაბათი, 20.04.2024, 09:27
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივლისი » 17 » სასიხარულო ინფორმაცია- პანელურ დიალოგზე ხონში
14:08
სასიხარულო ინფორმაცია- პანელურ დიალოგზე ხონში

პანელური დიალოგი ფონდი „სოხუმის" ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერებმა სასიხარულო ინფორმაციით დაიწყეს.

ცენტრალური პარკის შემორაგვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული დღე-დღეზე გამოცხადდება. ბიუჯეტიდან განსაზღვრული თანხებიდან გამოთავისუფლებული რესურსებით  ერთი კი არა, ორი საბავშვო ატრაქციონის დადგმა იგეგმება. რაც შეეხება ხონის შესასვლელში მდებარე მინი-სკვერს, რომლის რეაბილიტაციისთვის იქაურმა მცხოვრებლებმა კლუბის ინიციატივის შემდეგ თვითონაც დაიწყეს აქტიური კამპანია, გაცხადდა, რომ ხონის თვითმმართველობაში შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, საბიუჯეტო თანხები - გამოყოფილი. თვითმმართველობაში არ მალავენ, რომ ეს გადაწყვეტილება განაპრობა მოქალაქეების აქტიურობამ და მაღალმა მოტივაციამ, თვითონაც მიიღონ მონაწილეობა სკვერის კეთილმოწყობაში.

„ხონის მაგალითზე აშკარად გამოჩნდა, რომ მოქალაქეებთან თანამშრომლობას და სურვილს, შეასრულო საზოგადოების დაკვეთა, ჩართო ისინი პრიორიტეტების განსაზღვრაში - არ სჭირდება სოლიდური ბიუჯეტი. მას სჭირდება აქტიური მოქალაქეები და შესაბამისი ნება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან - მიიღონ საზოგადოება, როგორც თვითმმართველობის თანამონაწილე," - ითქვა პანელურ დიალოგზე.

რაც შეეხება ახალ აქტივობებს, ინიციატივის წევრები გამოთქვამენ სურვილს, კეთილმოაწყონ სკვერები, მოხდეს მათი გამწვანება. საქმეში პარლამენტის დეპუტატებიც ჩაერთნენ და მათი დახმარებით ნარგავების მიღებას ელოდებიან. გამწვანების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად კლუბის აქტივისტებმა პარკში და ქალაქის ცენტრში ყვავილნარის, დეკორატიული მცენარეების დარგვის ღონისძიებები დაგეგმეს.

„ჩვენს ქალაქს დაეტყო, რომ თვითმმართველობაში ქალები არ არიან. ბოლო სამი წელია, ქალაქში ყვავილი არ გვინახავს", - გულისტკივილით აღნიშნეს ქალბატონებმა.

ადგილობრივ გაზეთში ინიციატივის განხორციელებისათვის ჩატარებული მუშაობა აქტიურად შუქდება.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 758 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0