ოთხშაბათი, 27.11.2024, 23:53
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » აგვისტო » 30 » ფსიქოლოგთან შეხვედრისას ისწავლეს, როგორ დაამარცხონ შური
00:06
ფსიქოლოგთან შეხვედრისას ისწავლეს, როგორ დაამარცხონ შური

აგვისტოში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა 67 ქალბატონი 28-დან 65 წლამდე.

თითო შეხვედრა გაიმართა სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო შური.

 

შური ერთ-ერთია ადამიანის 6 შინაგან მტერს შორის (ვნება, აღშფოთება, ილუზია, სიხარბე, შური, უგუნურება). შურის ფორმებია: შავი შური, თეთრი, უბოროტო, დეპრესიული, პირადი, საზოგადოებრივი.

შურის პირველ გამოვლინებას ადამიანი მშობლებს უნდა „უმადლოდეს", რადგანაც, მშობლები, შვილების სასიკეთოდ, მათი აღზრდისათვის ხშირად მოიხმობენ მაგალითად სხვა ბავშვს, უფრო მოწესრიგებულს ან ნიჭიერს.

ლათინურიდან შური ითარგმნება, როგორც სილურჯე. ტყუილად როდი ამბობენ ხალხში, შურისაგან გალურჯდაო. ჩინეთში შურიანს თვალებით ცნობენ, შურს კი „წითელი თვალების დაავადებას" ეძახიან.

შურს შეუძლია სხვისი წარმატება საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობად გადაუქციოს ადამიანს, სხვისი სიხარული - უმაყოფილებად. შური - უარყოფითი ემოციაა და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას: იზრდება არტერიული წნევა, ხშირდება პულსი, ხდება კუნთების დაჭიმულობა, ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემა.

სანამ ვინმესი შეგშურდებოდეთ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: „მინდა ჩემი ჯანმრთელობის გაუარესება?"

შეხვედრებზე ქალები ფსიქოლოგთან ერთად ცდილობდნენ, ესწავლათ შურის დამარცხება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 721 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0