ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში რვა ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა აფხაზეთიდან იგპ ქალებთან.
ქალები ხშირად უჩივიან ცუდ განწყობას. ფსიქოლოგი მათ რჩევას აძლევს, შეძლონ თავისი ემოციების მართვა: „თქვენ დილიდან სული აფორიაქებული გაქვთ, განწყობა ნულია. გაბრაზებული ხართ ყველაზე, უცებ ატირდა ბავშვი, აგყავთ ის ხელში, რათა დააწყნაროთ. თქვენ იცვლებით. უნდა დააწყნაროთ ბავშვი. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, არ არის საჭირო საკუთარი თავის მოტყუება. საკუთარ ემოციებს თქვენ თვითონ აღძრავთ".