პარასკევი, 26.04.2024, 21:49
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » აგვისტო » 26

26 აგვისტოს "ძველი ქალაქის” ეთერით  მორიგი რადიომონოლოგები გავიდა.

ტელეჟურნალისტის მიერ შეკრებილი ქალების ანონიმური ისტორიები კიდევ ერთხელ გვახედებენ ოჯახური ისტორიების რთულ ლაბირინთებში და გვაჩვენებენ,  რამდენად ფაქიზი და მოსაფრთხილებელია ადამიანური ურთიერთობები.

"არიან დედები, რომლებიც მესაკუთრეები არიან და მხოლოდ შვილების მიმართ გასცემენ სითბოს”.

... ვერ აიტანა, რომ შვილის მხრიდან ყურადღება მოაკლდა, მე დამადანაშაულა ამაში.

...ცალკე ცხოვრებამაც არ გვიშველა, იქაც მოგვწვდა. ვერ ვამხელ, რომ შვილი მეუღლის მიზეზით არ გვყავს, დედამთილი კი ამის გამო მაწიოკებს.

ნელნელა ბზარი ეპარება ჩვენს ურთიერთობებს”.

მეორე მონოლოგიც ტკივილიან ისტორიას მოგვითხრობს : "ჩემმა ყოფილმა მეუღლემ მომიტაცა. ძალადობით შემნილი ოჯახის პირობაზე არ ვიყავი ცუდი მეუღლე, ცუდი  დედა, ცუდი რძალი. ოჯახი რომ შემენარჩუნებინა, მეორე შვილიც გავაჩინე. ჩემი ოჯახის სიმტკიცეს ჭორმა მოუღო ბოლო, რომელმაც წელში გამტეხა.

...რომ ვყვარებოდი, ამ ტკივილისთვის არ გამიმეტებდა!..”

გადაცემის მსვლელობისას ფონდის მიერ მომზადებული სოციალური რგოლი ჟღერდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1140 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.08.2010

ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს იგპ ქალები მუდმივად საუბრობენ თავიანთ ცუდ განწყობაზე, დანაკარგებზე, მწუხარებაზე, უკმაყოფილებაზე. ფსიქოლოგის აზრით ისინი  ორმაგად ვნებენ საკუთარ ჯანმრთელობას.

„მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ უნდა ვიდარდოთ ცუდის გამო. თქვენ გაქვთ ჭკუა და სული, გამოიყენთ ისინი დანიშნულებისამებრ. სულისთვის დატოვეთ სიხარული, პრობლემებზე კი ჭკუამ იზრუნოს. იდარდოთ მხოლოდ ცუდზე, ეს მარტო რაღაცის  კონსტანტაცია არ არის, ნეგატიური დატვირთვაა, არ ღირს ამის გაკეთება. ცუდის დავიწყება ყოველთვის რთულია. გულთან ახლოს მიიტანეთ არა ცუდი, არამედ ნათელი. დაიმახსოვრეთ, - ვისაც შეუძლია კმაყოფილება, ის ყოველთვის კმაყოფილია".

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში  ჩატარდა 6 ჯგუფური და ოთხი ინდივიდუალური შეხვედრები. მონაწილეობა მიღო 76-მა იგპ ქალმა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1063 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0