ერთწლიანი მუშაობის შეფასება,რეზულტატები,პლიუსები და მინუსები - თავის არსებობის მეოთხე წილიწადს ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბი გასული წლის მუშაობის შეფასებას შეეცადა.
- მიმდინარე წელი გამორჩეული იყო წინა წლებისაგან. შეხვედრების თემატიკა გახდა მრავალფეროვანი, გავაფართოვეთ საქმიანობის არეალი, გადავახალისეთ ჯგუფები - ინგა მებონია, ბათუმის ქალთა კლუბის ლიდერი.
- ასეთი ტიპის შეხვედრები თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარების ძალიან კარგი შესაძლებლობაა - ცისო ჩხეიძე.
კლუბის წევრთა აზრით ეს წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კლუბის მუშაობა ამ თვალსაზრისით საგრძნობლად გააქტიურდა. წინა წლებში ბათუმის საკრებულოში არცერთი ქალი არ იყო წარმოდგენილი - წელს კი მათი რაოდენობა ოთხია. ერთ-ერთი მათგანი - ნაზიბროლა ქობულაძე ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრია.
კლუბის წევრთა სურვილია მუშაობა პროექტის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდეს, რაც ხელს შეუწყობს ქალთა კიდევ უფრო გააქტიურებას პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |