გრძელდება მონიტორინგები იმ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებსაც უკვე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. აგვისტოში, ყოფილ სამთოტექნიკურ კოლეჯში და ყოფილ სამხედრო ლიცეუმში ჩატარდა მონიტორინგი, რომლის შედეგად გაირკვა, რომ შენობები შიგნით და გარედან კარგად არის გარემონტებული. დევნილები კმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა აქვთ გარკვეული პრეტენზიებიც, რაც ძირითადად უკავშირდება უხარისხო სანტექნიკის მასალებს.
ოჯახების უმეტესობა ფართებით დაკმაყოფილებულია, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როცა არ გაითვალისწინეს გენდერული ასპექტები ფართების განაწილებისას.
მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს აგრეთვე იმის გამო, რომ არა აქვთ ბუნებრივი გაზი, ნაგავსაყრელი.
პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |