აგვისტოს თაკარა სიცეების მიუხედავად რეპროდუქციული ჯამრთელობის თემაზე შეხვედრებს ქალთა რაოდენობა არ აკლდება...
აქტუალურია თითოეული საკითხი რომელიც იხილება შეხვედრებზე, თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენს ექიმი-რეპროდუქტოლოგი და შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს სცემს...
შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში (31.08.10), ფოთში (04.08.10), წყალტუბოში (25.08.10), ხონში (26.08.10), სენაკში (09.08.10) და ზუგდიდის რ-ნ სოფელ ხურჩაში (23.08.10) ჩატარდა.
"თქვენი შეხვედრები ჩვენთვის ძალიან საჭიროა, აქ ვღებულობთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, გვაქვს საშუალება სპეციალისტს შევეკითხოთ, მოვუყვეთ ჩვენს ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ჩვენთვის ერთადერთი ადგილია სადაც ამის საშაულება გვეძლევა.... ”
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |