ფორუმ-თეატრის სცენები აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში იქნა ნაჩვენები. მასში მონაწილეობაორმოცდახუთმა სტუდენტმა და სამმა პედაგოგმა მიიღო. წარმოდგენილი იყო ხუთი ეპიზოდი, რომელიცდედა-შვილსა და ახალგაზრდა წყვილებსშორის ურთიერთობებს ასახავდა.
წარმოდგენის შემდეგ დისკუსიაში ახალგაზრდები ჩაერთნენ. მათ დასმული პრობლემების მოგვარების განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. ყველაზე მძაფრი დისკუსია გამოიწვიაეპიზოდმა შეყვარებულების თემაზე. ნანა გოლეთიანი (კინდღი) - „ეს პრობლემა ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. ბევრი გოგონა დარჩა გაწბილებული პირველი სიყვარულისგან. წარმოდგენილისცენა, ვფიქრობ, ახალგაზრდებისათვის კარგი მაგალითია მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად".
ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი ურუშაძე: „ფორუმ-თეატრი არის თვალსაჩინოება, თუ როგორ შეიძლება საზოგადოებაში არსებული პრობლემების წარმოჩენა ისე, რომ დაგვაფიქროს".