მთავარი »
2013 » ივლისი » 20 » პანელური დისკუსია წყალტუბოში
13:53 პანელური დისკუსია წყალტუბოში |
| წყალტუბოში, ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ
ქალთა კლუბის წევრებთან გამართულ პანელურ
დისკუსიაში მონაწილეობდა მუნციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი დავით ხიჯაკაძე.
შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივიზმის
ჯგუფის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების გეგმების შესახებ იმ პრობლემის
გადასაჭრელად, რომლებიც
დევნილთა ახალ დასახლებაში უკვე მრავალჯერ იქნა წამოჭრილი. კერძოდ, საქმე ეხება დასახლებაში
არსებული სპორტული მოედნიდან სადრენაჟო არხის გაყვანას.
შეთანხმება უკვე მიღწეულია - რამდენიმე დღეში
ადგილობრივი ხელისუფლება გამოყოფს შესაბამის ტექნიკას და სპეციალისტს გათხრითი სამუშაოს
საწარმოებლად, ამ საქმეში მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთვება.
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 892 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |