სოფლის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრთათვის ჩატარდა ვორკშოპი
თემაზე „პრაქტიკული ადვოკატირება". ფონდი „სოხუმის" წარმომადგენელებმა ქალბატონებს
ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების ეტაპები გააცნეს - როგორ უნდა გამოიყოს
უამრავი პრობლემური საკითხიდან ყველაზე საშური და პრიორიტეტული, როგორ შემუშავდეს სტრატეგია,
რომელიც მისი მოგვარების ყველაზე ოპტიმალურ გზებს და მეთოდებს განსაზღვრავს.
ქალბატონები აქტიურად ჩაერთნენ ვორკშოპის მიმდინარეობაში, გულახდილად
ისაუბრეს სოფლის საჭირბოროტო საკითხებზე. მათი თქმით, სოფლის სიმინდის ყანებს მატლების
გამო განადგურება ემუქრება, ამიტომ ეს ფართობები სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს. იქვე დაისახა
პრაქტიკული ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად, გამოიყო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე
იმუშავებს.
მეორე პრობლემად სოფელში ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა დასახელდა:
- თანამედროვე მიღწევების ფონზე, სამწუხაროა, რომ სოფელში არა გვაქვს ინტერნეტი...
აღინიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. ამ მიზნით,
ქალბატონები განცხადებით მიმართავენ შესაბამის სტრუქტურებს. მათი აზრით, ვორკშოპზე
მიღებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით უკეთ შეძლებენ თავიანთი პრობლემების გადაჭრას.
პროექტი ხორციელდება
დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
(NED) მხარდაჭერით (აშშ) |