ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ეს არის ადგილი ქალებისათვის, სადაც მათ საშუალება აქვთ მიიღონ ცოდნა სხვადასხვა საკითხებში, არამედ ერთმანეთს გაუზიარონ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში შეითვისეს.
აგვისტოს თვეში 6-ივე ქალაქში, სადაც ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ფუნქციონირებს, ჩატარდა მასტერ კლასი კულინარიაში.თეორიული ნაწილის მოსმენის შემდეგ მომზადების პროცესში მონაწილეებიც ჩაერთნენ, ერთობლივი ძალისხმევით მომზადდა ნამცხვრები, სალათები და ღვეზელები რომლებიც შემდგომში მონაწილეების მიერ იქნა დაგემოვნებული.