ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ბოლო დროს პოპულარული გახდა მასტერ-კლასები კულინარიული ნიმუშების შექმნაში. ოქტომბერში მსგავსი ღონისძიება უკვე ჩატარდა სენაკისა და ქუთაისის ქალთა ცენტრებში, ხოლო ხონში - ერთი მასტერ-კლასი სტილისტურ ხელოვნებაში.
ხონში ჩატარებული მასტერ-კლასს ესწრებოდნენ არა მხოლოდ გოგონები, არამედ ქალებიც. რეზულტატი დასაწყისშივე გამოჩნდა, მონაწილეები განსაკუთრებული ინტერესით ისმენდნენ წამყვანის ნაამბობს, რომელიც თმის მოვლის, ვარცხნილობის შექმნის განსაკუთრებულ ელემენტებზე აკეთებდა აქცენტს.
არანაკლები ინტერესით დამთავრდა ქუთაისსა და სენაკში ჩატარებული მასტერ-კლასები კულინარიაში. წამყვანმა მონაწილეებთან საუბარი იმ ინგრედიენტების ჩამონათვალით დაიწყო, რომელიც მოსამზადებელი სალათის შემადგენლობაში შედიოდა. მომზადების პერიოდში ფაქტიურად არ ყოფილა არც ერთი თავისუფალი წუთი, მონაწილეები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს და ეცნობოდნენ მომზადების ტექნოლოგიას. განსაკუთრებული ინტერესი მხოლოდ შეკითხვებით არ შემოფარგლულა, მონაწილეები თავადაც ყვებოდნენ საინტერესო დეტალებს მათი კულინარიული გამოცდილებიდან. ერთ-ერთი მათგანის პირადი რეცეპტი ინტერესით ჩაინიშნეს დანარჩენმა მონაწილეებმა.
ორმა საათმა ცოცხალი დისკუსიის ფონზე გაირბინა. დასასრულს, თითოეულ მათგანს საშუალება ჰქონდა მათ თვალწინ მომზადებული კერძი დაეგემოვნებინა.
მონაწილეთა მოთხოვნებისა და მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მასტერ-კლასები მომდევნო თვეშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |