სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის,
მაგრამ საზოგადოებრივად აქტიური ლიდერი ქალბატონები შეიკრიბნენ ფონდ „სოხუმში" სამდღიან ტრენინგზე. ამ ტრენინგით
დაიწყო ქალთა პოლიტიკური
ლიდერობის სკოლის ისტორია.
მონაწილეთა დიდ უმეტესობას
გააჩნია პოტენციალი, სურვილი და
მზად არის, განივითაროს უნარ-ჩვევები 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგის სხვადასხვა მეთოდის მეშვეობით წარიმართა მუშაობა მონაწილეთათვის
საინტერესო საკითხებზე: ქალთა ლიდერობის
ფენომენი, კომუნიკაციის როლი და მნიშვნელობა,
პოლიტიკაში ქალთა წინსვლის შემაფერხებელი მიზეზები, ემოციების მართვა, კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევის
სტრატეგია და მოლაპარაკების წარმოების ხერხები.
ტრენინგის ბოლო ნაწილში, მონაწილეებმა
განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს
მის მნიშვნელობაზე ქალთა უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით.
მონაწილეებმა გამოავლინეს ლიდერული თვისებები, მიიღეს უამრავი
მნიშვნელოვანი და პრაქტიკული ინფორმაცია, გაიმდიდრეს გამოცდილება. მწვრთნელთა შეფასებით, თითოეულ მათგანს გააჩნია პოლიტიკური
კარიერისთვის საჭირო პოტენციალი და რესურსი.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური
დეპარტამენტის მხარდაჭერით |