ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივლისი » 17 » კეთილმოწყობის სამსახური მხარს დაუჭერს ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივას
22:24
კეთილმოწყობის სამსახური მხარს დაუჭერს ქუთაისის ქალთა კლუბის ინიციატივას

ამჯერად ფონდი „სოხუმის" ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა პანელურ დისკუსიაზე მოიწვია ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ბაკურ ხურციძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზურაბ კუხიანიძე.

დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენდა ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა. კლუბის წევრების მხრიდან გამოითქვა ინიციატივა, ქალაქში ჩატარდეს  ასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის კუთხით. ისინი გეგმავენ გამოკითხვის ჩატარებას და საზოგადოებრივი აზრის შესწავლას იმასთან დაკავშირებით, თუ როლი აკისრია თითოეულ მოქალაქეს გარემოს დაცვისა და დასუფთავების პროცესში, რადენად საჭიროებს ცვლილებებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს პრობლემის მოსაგვარებლად.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ საქმეში აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართ, ათა გამოიყოს ფინანსური რესურსები (სოციალური რეკლამების მომზადებისა და ქუჩებში საინფორმაციო ბანერების განთავსებისთვის) და მომზადდეს ტერიტორიის დანაგვიანებისთვის ჯარიმის დაწესები საკითხი.

მოწვეულმა სტუმრებმა მოიწონეს ინიციატივა და დაჰპირდნენ კლუბის წევრებს, რომ  აუცილებლად განიხილავენ საინფორმაციო კამპანიაში ჩართის საკითხ.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 835 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 67
სტუმარი: 67
მომხმარებელი: 0