კვირა, 24.11.2024, 00:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » აპრილი » 30 » იურიდიული კონსულტაციები დევნილებისათვის
11:06
იურიდიული კონსულტაციები დევნილებისათვის

აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა შეხვედრები იურისტებთან. შეხვედრების  თემა სხვადასხვა იყო - დევნილთა განსახლების პრობლემები და მისი თანამდევი მოვლენები; განქორწინება და ალიმენტი; სუიციდი მოზარდებში. შეხვედრების მიზანი -  დევნილებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; მძიმე ყოველდღიურობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება.   

ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტების დახმარებით დევნილ მოსახლეობას სხვადასხვა სახის პრობლემა მოუგვარდა (წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში"  ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. იურისტის დახმარებით, პრობლემის მოგვარების პროცესში ჩაერთო სანატორიმის დირექტორი, რომელმაც სათანადო ორგანოებს მიმართა. პრობლემა გადაჭრილია).

ხურჩის ცენტრის შეხვედრაზე მოზარდებს შორის სუიციდის საკითხი დაისვა. ითქვა, რომ  აღნიშნული თემა მსჯელობის საგანი შემთხვევით არ გამხდარა. კონფლიქტის ზონაში, ასევე მახლობელ სოფლებში, მოზარდებს შორის თვითმკვლელობის ფაქტებმა იმატა, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა სამართლიან შეშფოთებას იწვევს.

 დევნილებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ კუთხით მოზარდების მშობლებმა და ფსიქოლოგებმა განსაკუთრებულად უნდა იმუშაონ.

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 849 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0