თავიანთ მეორე შეკრებაზე ფონდი „სოხუმის" ბიის სოფლის ამომრჩეველ
ქალთა კლუბის წევრები უკვე თამამად საუბრობენ სამომავლო გეგმებზე. როგორც აღმოჩნდა,
კლუბის წევრთაგან ზოგიერთს ადვოკატირების გამოცდილება გააჩნია:
„მე მენჯის სკოლა დავამთავრე, იქ ძალიან აქტიური ახალგაზრდული
ჯგუფი გვყავდა, ბევრ პრობლემურ საკითხზე გავაკეთეთ რეაგირება."
„ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბთან ვთანამშრომლობდი. კარგი მოგონებები
მაკავშირებს იმ დროსთან. ფონდის ჟურნალ „ქალთა ხმის" ფურცლებზეც არაერთხელ მოვხვდი."
„ისეთი მძიმე წლები გვაქვს გამოვლილი, მხოლოდ ერთიანობამ და
ერთმანეთის თანადგომამ გადაგვარჩინა..."
„კარგად გამომდის ადამიანებთან ურთიერთობა. შემიძლია, ნებისმიერ
ადამიანთან ვიპოვო საერთო, დავაინტერესო..."
პრაქტიკული ადვოკატირების ვორკშოპი ყველასთვის საინტერესო გამოდგა.
უამრავი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც კლუბის წევრებს აწუხებთ: დანაგვიანებულია გარემო,
არასაკმარისია ნაგვის ბუნკერები, სოფლის ნახევარს აქვს წყლის პრობლემა, სასწრაფოდაა
დასაწყები გამრიცხველიანება."
პრიორიტეტული საკითხიც გამოიკვეთა: კომპიუტერის უფასო კურსების
ორგანიზება სოფელში. საკითხის ადვოკატირების სტრატეგია ერთობლივად დაისახა. როგორც
აღნიშნეს, პირველ ჯგუფში საშუალო ასაკის ქალბატონები ისწავლიან. იმედი აქვთ, ახალგაზრდები
გაგებით მოეკიდებიან მათ გადაწყვეტილებას."
თავიანთი სურვილიც გაამხილეს: ანაკლიის დასათვალიერებლად გეგმავენ
წასვლას. ძალიან დაკავებულები არიან, მაგრამ ამის დროს აუცილებლად გამონახავენ!
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის
(NED) მხარდაჭერით (აშშ) |