ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე ფონდი „სოხუმის" მიერადვოკატირების თემაზე ჩატარებული ტრენინგის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს განსახლების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. ხაზი გაესვა იმას, რომ განსახლების პროცესი უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს. დევნილთა ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი კი შეჩვეული გარემოს შეცვლას ძალიან განიცდის.
განსახლების ადგილიდან, სადაც რამდენიმე ათეული ოჯახი ჩაასახლეს, დანიშნულია სამარშრუტო ტაქსი, მაგრამ გზა ავარიულია და ტრანსპორტი ხშირად გამოდის მწყობრიდან.
ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების ჯგუფმა განსახლების ადგილიდან ცენტრალურ გზამდე მონაკვეთის მოწესრიგებაზე გადაწყვიტა მუშობა.
შეხვედრის ბოლოს ითქვა ინიციატივაზე: განაცხადი შეიტანონ წყალტუბოს საკრებულოში ხანდაზმული პედაგოგებისათვის ქალთა დღის მილოცვის თაობაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)