გაზეთ „ხობის მოამბის" რედაქციაში შეკრებილმა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები („ის საარჩევნო სუბიექტი, რომელსაც პარტიულ სიაში ყოველ 10 კანდიდატს შორის ეყოლება სულ მცირე 2 ქალბატონი, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10%-ის ოდენობით") და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განსახორციელებლად დამტკიცებული 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმებიან, მათი თქმით, აღნიშნული ცვლილებები პოლიტიკაში ქალთა სიმრავლეს შეუწყობს ხელს.
მანანა შულაიამ, ნაირა ბერაიამ და ნინო კემულარიამ დამსწრეთ ფონდი „სოხუმის" მიერ ჩატარებული ტრენინგის შთაბეჭდილებები გაუზიარეს. ადვოკატირებისა და ლობირების თემაზე ჩატარებულმა ორდღიანმა ტრენინგმა მონაწილეთა ცოდნა გააღრმავა. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი სწავლებებიადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების უკეთ გადაჭრაში დაეხმარებათ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)